სხვა

18:39 | 17.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ასპროცენტიანი ტოჩინოშინი და გაგამარუს პირველი ქულა (+VIDEO)

მაისის ბაშოს ერთი მესამედი უკანაა – თხუთმეტი ტურიდან ხუთი გაიმართა და ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე "იმპერატორის თასისკენ” უდანაკარგოდ მიიწევს. ზედიზედ მეხუთე გამარჯვება სეკივაკეს წოდების მქონე ქართველმა სეკიტორიმ დღეს მოიპოვა, თავისზე ბევრით მძიმე მეტოქესთან - პირველ მაეგაშირა კაისეისთან. სეზონის მესამე სუპერტურნირზე ასევე ასპროცენტიანი შედეგი აქვთ იოკოძუნა ჰაკუჰოს და მეოთხე მაეგაშირა შოდაის.

მიმდინარე ბაშოზე პირველად მოხდა, რომ ერთ დღეს ორივე ქართველმა სუმოისტმა იმარჯვა. წარუმატებელი სტარტის – ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ, პირველი ქულა აიღო რანგით მეორე ჯურიო დივიზიონში მყოფმა გაგამარუმ – თეიმურაზ ჯუღელმა.

ხვალ გასამართ მეექვსე ტურში ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა იოტაკაიამა იქნება, რომელსაც აქამდე ერთხელაც არ შეხვედრია. მაისის ბაშოზე იოტაკაიამას ხუთივე ბრძოლა წაგებული აქვს.

0.12019