თურქულმა “ბაჰჩეშეჰირმა”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი მაიკლ დიქსონი იცავს, პირველი ლიგის ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
“ბაჰჩეშეჰირს” “ბურსასპორთან” პირველი გასვლითი მატჩი 71:76 ჰქონდა წაგებული, მეორეში კი მეტოქეს აჯობა და 5 ქულის სხვაობით – 69:64 იმარჯვა. დიქსონი სასტარტო ხუთეულში იყო და 29:56 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მაიკლმა 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
სტუმრად მოგებული მატჩის წყალობით “ბაჰჩეშეჰირს” მოედნის უპირატესობა აქვს და მომდევნო ორ მატჩს (19 და 21 მაისს) შინაურ არენაზე თუ მოიგებს, ფინალში გავა.
GBF.GE