17-წლიანი ისტორია დასრულდა. ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის “იუვენტუსს” ტოვებს, მაგრამ ფეხბურთს არა. ამის შესახებ 40 წლის მეკარემ დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბუფონი “იუვეს” რიგებში ბოლო მატჩს 19 მაისს ჩაატარებს. რაც შეეხება მომავალს – ჯიჯი კარიერის გაგრძელებას არ გამორიცხავს.
“ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, ახლა თავს ბედნიერად და მშვიდად ვგრძნობ. აქ ყოველთვის სიყვარულს ვგრძნობდი, დღიდან დღემდე, მეც ვცდილობდი, რომ მეჩვენებინა საუკეთესო, რაც შემეძლო.
შაბათს, “ვერონასთან” მატჩი “იუვენტუსის” მაისურით ჩემთვის ბოლო იქნება. ვფიქრობ, ეს საუკეთესო მომენტია ფანტასტიკური თავგადასავლის დასასრულებლად. შიში მქონდა, რომ წარსულის გამო მათამაშებდნენ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ასე არ მოხდა. ვფიქრობ, ბოლომდე ისე ვითამაშე, როგორც ეს "იუვეს" სახელს შეეფერება.
ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დიდი ხანი უმაღლეს დონეზე ვიყავი. ეს იყო რაღაც განსაკუთრებული.
მომავალი? – მივიღე რამდენიმე წინადადება კარიერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, თუმცა სხვა შემოთავაზებებიც მაქვს. შემდეგ კვირაში გადაწყვეტილებას მივიღებ”, - აღნიშნა ბუფონმა.
აღსანიშნავია, რომ ჯიჯი ბუფონის სახელს “ბოკა ხუნიორსსა” და “ლივერპულს” უკავშირებენ. იურგენ კლოპმა თავად გამოთქვა სურვილი, რომ ვეტერანი კიპერი დამდეგ სეზონში თავის გუნდში იხილოს.
შეგახსენებთ, ჯიჯი ბუფონი “იუვენტუსის” ფეხბურთელი ოფიციალურად 2001 წლის 3 ივლისს გახდა. მას შემდგომ შავ-თეთრთა რიგებში იტალიელმა 655 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს ჩამორჩება. “იუვენტუსთან” ერთად ბუფონი 9-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ოთხჯერ იტალიის თასი მოიგო, ხოლო ხუთჯერ იტალიის სუპერთასი. სამჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ ვერცხლის მედლებით მოუწია დაკმაყოფილება.
გარდა ამისა, მოგებული აქვს “პარმას” რიგებში იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და უეფას თასი. იტალიის ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატი და იტალიის 21-წლამდე ნაკრებში შესაბამისი კატეგორიის ევროპის ჩემპიონატი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნუმერო უნო
ლობჟიკამ გაიტანა ისევ, გოლი არ მინახია, მეორე ტაიმიდან ვუყურედა და არაუშავს ლობჟიკას, მშვენიერ ფორმაშია და იგრძნობა რო კიდე შეუძლია მომატება...
ლივერპულში წადი ჯიჯი!
თუ ნაღდად იქნება ფორმაში, არ მინდა ამის დაკნინება ვიხილო
კლოპი ინტერესდება?კაია ბუფონი გამიხარდება თუ მოვა
ოჰო, ზნაჩიტ ვერონასთან იგივეს უნდა ველოდოთ, რაც შარშან ტოტის მოუწყვეს "ოლიმპიკოზე"