ფეხბურთი

22:12 | 17.05.2018 | ნანახია 2194 - ჯერ

ბუფონი "ლივერპულში"?

იტალიური სპორტული არხის Premium Sport-ის მტკიცებით ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულ მეკარეს ჯანლუიჯი ბუფონს კარიერის გაგრძელება სურს და ამის შესაძლებლობა “ლივერპულში” მიეცემა.

თავად იტალიელმა კარის დარაჯმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ "იუვენტუსს" ტოვებს, მაგრამ საფეხბურთო კარიერის დასრულება შეიძლება გადადოს. როგორც მან თქვა, 15 დღის წინ დარწმუნებული იყო, რომ ფეხბურთიდან წავიდოდა, მაგრამ ბოლო დროს ბევრი საინტერესო წინადადება მიიღო.

ინგლისურ კლუბში გადასვლის შემთხვევაში ჯიჯის კონკურენცია ლორის კარიუსთან და სიმონე მინოლესთან მოუწევს.

აქვე გეტყვით, რომ ჯანლუიჯი ბუფონის სახელს “ბოკა ხუნიორსსაც” უკავშირებდნენ. არგენტინული კლუბის პრეზიდენტმა თავად დაადასტურა იტალიერი გოლკიპერისადმი ინტერესი, თუმცა გარიგება არ შედგა. ბუფონი საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მიიღებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:42 | 18.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

ჯიჯის პენსიაზე ყოფნა სადმე ჩინეთში ან ამერიკაში უფრო ერჩია ჩემი აზრით. მაგრამ თვითონ ალბათ ლიგა არ ასვენებს და გულის სიღრმეში მაინც ოცნების ახდენა უნდა, თუნდაც ეს ლივერთან ერთად იყოს.

0.119312