“ნიუკასლის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა შესაძლოა კლუბი შეიცვალოს და “ვესტ ჰემი” ჩაიბაროს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
“ჰამერებმა” გასულ კვირას დაითხოვეს შოტლანდიელი სპეციალისტი დავიდ მოიესი, რომელმაც კლუბი 2017-2018 წლების სეზონის დასაწყისში ჩაიბარა, თუმცა მის მიერ გაწვრთნილი “ვესტ ჰემი” პრემიერლიგაში მხოლოდ მე-13 ადგილს დასჯერდა და როგორც ჩანს ხელმძღვანელობას ეს შედეგი არ აკმაყოფილებს.
თავის მხრივ ბენიტესის მიერ გაწვრთნილმა “კაჭკაჭებმა” მე-10 პოზიციაზე დაასრულეს სეზონი და კლუბს მისი შენარჩუნება სურს.
აქვე გეტყვით, რომ “ვესტ ჰემის” მწვრთნელის პოზიციაზე უნაი ემერისაც მოიაზრებდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაფა მილანში წაიყვანეთ პირველივე წელს გაიყვანს გუბდს ლიგაზე.ვესთ ჰემში არ წახვიდე რაფა რამე სერიოზული გუნდი მონახე
ძაან დაჩაგრავენ იტალიელი მწვრთნელები ბენიტესს ტაქტიკურად