ფეხბურთი

23:16 | 16.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერის დასრულებაზე გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ მისმა აგენტმა სილვანო მარტინამ განაცხადა.

„ეს ტოტის სტილში არ მოხდება, რადგან ასეთი დრამატული გამოთხოვება მხოლოდ რომში შეიძლება შედგეს. ტურინში უფრო მეტად დელ პიეროს სტილში გამოსათხოვარ მატჩს ველი.

მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, დაახლოებით ისეთი რამ მოხდება, როგორიც თავის დროზე მოჰყვა ბანერს, წარწერით: „ნახვამდის პლატინი“. იქნება ცრემლი, მაგრამ ყველაფერი თავშეკავებულად ჩატარდება.

ჩემთვის უდიდესი პატივი გახლდათ გვერდში ვდგომოდი ისტორიაში უდიდეს გოლკიპერს...

მეტი არაფრის თქმა შემიძლია. დანარჩენს ბუფონი თავად იტყვის ხუთშაბათის პრესკონფერენციაზე“, - აღნიშნა აგენტმა.

ბუფონმა 1995 წლიდან მოყოლებული, პროფესიულ დონეზე 1051 მატჩი ჩაატარა. კარიერის განმავლობაში იგი 9-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 5-ჯერ მოიგო იტალიის თასი და რაც მთავარია, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099426