სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:08 | 16.05.2018 | ნანახია 1747 - ჯერ

გურამ კაშია: "შეცდომა გოლით გამოვასწორე"

არნემის “ვიტესის” ქართველი კაპიტანი “უტრეხტთან” (3:2) მატჩის შემდეგ კომენტარს აკეთებს. გურამის განცხადებით, შეცდომა გატანილი გოლით გამოისყიდა, ხოლო ევროოა ლიგის საგზურის მფლობელს საპასუხო შეხვედრაში გაირკვევა.

“ეს იყო ჩემი ბრალი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და რეაგირება დავაგვიანე. ეს მტკივნეული მომენტი გახლდათ”, - განმარტა კაშიამ, რომელსაც პირველი გაშვებული გოლის ეპიზოდში მეტოქე გაექცა.

“თუმცა, საბედნიეროდ გამარჯვების გოლის გატანა მოვახერხე. იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ სამი გოლი გავიტანეთ და საპასუხო მატჩის წინ კარგი წინაგრძნობა მეუფლება. კიდევ ერთხელ უნდა შევძლოთ ევროპა ლიგაზე გასვლა, მინდა, რომ სეზონი კარგად დავასრულოთ და “ვიტესი” მომავალ სეზონშიც ევროპულ ფეხბურთში იყოს. ყველაფერი კვირას გაირკვევა”, - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, “ვიტესმა” კაშიას ბოლო წუთზე გატანილი გოლით “უტრეხტი” დაამარცხა. ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა 19 მაისსა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.061215