ფეხბურთი

16:34 | 16.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მამა-შვილები მსოფლიოს ჩემპიონატზე (+VIDEO)

ცოტაც და მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. ტურნირი, რომელიც მუდამ საყოველთაო ყურადღების ცენტრშია და ფეხბურთი მის გარეშე წარმოუდგენელია.

ახლა ჩვენ მამა-შვილების შესახებ გიამბობთ. მუნდიალების ისტორიაში ხუთი შემთხვევა იყო, როდესაც მამა მწვრთნელი გახლდათ, ხოლო შვილი ფეხბურთელი.

პირველად ეს 1966 წელს მოხდა, როდესაც ურუგვაის ნაკრებს ონდინო ვიერა წვრთნიდა, მისი შვილი მილტონი კი “სელესტეს” რიგებში ირჯებოდა. 1998 წელს, იტალიის ნაკრებს სათავეში ჩეზარე მალდინი ედგა, პაოლო მალდინი კი “სკუადრა აძურას” კაპიტნობდა.

2006 წლის მუნდიალი ერთადერთია, როდესაც ორი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი ზლატკო და ფეხბურთელი ნიკო კრანჩარი გახლდნენ, ხოლო სერბეთისა და მონტენეგროს ღირსებას დეშან მეტკოვიჩი იცავდა და მთავარი მწვრთნელი მამამისი ილია პეტკოვიჩი იყო.

ბოლო შემთხვევა უკვე 2010 წელს მოხდა. სლოვაკეთის ნაკრებში ორი ვლადიმირ ვაისი გახლდათ, უფროსი და უმცროსი. საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი დმარიგებელი და მისი შვილი...

0.123875