ფეხბურთი

13:00 | 16.05.2018 | ნანახია 1865 - ჯერ

"იუვენტუსი" და მატია პერინი გადაწყდა

იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” იტალიის ნაკრებისა და “ჯენოას” მეკარე მატია პერინს დაიმატებს. იტალიური მედიის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია, შეთანხმება შედგა ფეხბურთელსა და ტურინულ გრანდს შორის. ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებას “ჯენოას” თანხმობა აკლია.

პერინი “იუვენტუსთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება “ჯენოას”, 25 წლის კაპიტნის სანაცვლოდ გენუელები 20 მილიონი ევროს ფარგლებში ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ პერინისადმი ინტერესი უკვე დაადასტურა “ჯენოას” პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ და “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ.

პერინი “იუვეს” ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელად ესახება, რომელიც კარიერას ასრულებს. მართალია, ჯიჯის ჯერ ფეხბურთიდან წასვლის შესახებ ოფიციალურ განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ 17 მაისს, სპეციალური პრესკონფერენციაა აქვს დაგეგმილი, სადაც ალბათ სწორედ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადებს. აქვე გეტყვით, რომ ბუფონი “იუვენტუსში” 2001 წლიდან თამაშობდა.

რაც შეეხება მატია პერინს – “ჯენოას” აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2010 წელს ჰქონდა. 2011-2013 წლებში იჯარით “პადოვასა” და “პესკარაში” თამაშობდა, ხოლო 2013 წლიდან გენუელთა კარს უცვლელად იცავდა. საგულისხმოა ისიც, რომ 25 წლის კიპერს ლიგურიელებთან ხელშეკრულება 2019 წელს ეწურება და “ჯენოა” იძულებულია მიმდინარე წელს გაასხვისოს, რადგან სხვა შემთხვევაში ფეხბურთელს კლუბის უფასოდ დატოვება შეეძლება.

იუვენტუსი   2 - 1    ვერონა

შემადგენლობა

მოვლენები

ჯენოა   1 - 2    ტორინო

შემადგენლობა

მოვლენები

უდინეზე   1 - 0    ბოლონია

შემადგენლობა

მოვლენები

ნაპოლი   2 - 1    კროტონე

შემადგენლობა

მოვლენები

კიევო   1 - 0    ბენევენტო

შემადგენლობა

მოვლენები

კალიარი   1 - 0    ატალანტა

შემადგენლობა

მოვლენები

მილანი   5 - 1    ფიორენტინა

შემადგენლობა

მოვლენები

სპალ   3 - 1    სამპდორია

შემადგენლობა

მოვლენები

სასუოლო   0 - 1    რომა

შემადგენლობა

მოვლენები

ლაციო   2 - 3    ინტერი

შემადგენლობა

მოვლენები

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:49 | 16.05.2018
the wraith (56)

ეს სათადარიგოს არ დათანხმდება. დარწმუნებული ვარ ეს გახდება პირველი მეკარე იუვესი, და მერე ნაკრების. ძალიან მაგარი მეკარეა, ბევრჯერ დამტკიცებია და დაამტკიცებს კიდეც. დონარუმა არა კვახი ))))

16:20 | 16.05.2018
linkin-park (3179)

ბიჭო ამ შესნის რას უშვებიან?
კაცი მოიყვანეს, სკამზე დასვეს და უთხრეს ჯიჯი წავა და შენ გახდები ძირითადის კიპერიო.
კაი შენსი დააყენეს სასტავში
უსიმპათიურეს მეკარეს, რომელსაც მილანში ვოცნებობდი პესკარადან მოყოლებული, რას უშვებიან? უნდა დაალპონ სკამზე და ჰაჰა ტიმ ქაფზე ათამაშონ? კაროჩე იუვე იქცა ბაიერნის მსგავსად. აკოტრებს ადგილობრივ კლუბებს ტყუილად.

შენი რომადაც, ეს ჯენოადან

19:48 | 16.05.2018
O. Mertskhali (2741)

+

სტატისტიკა
0.160109