მარსელის “ოლიმპიკი” ევროტურნირების ფინალში 14 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშებს. 2004 წელს ფრანგებმა უეფას თასის ფინალი “ვალენსიასთან” (0:2) დათმეს. აი, რაც შეეხებ ბოლო ევროპულ ტიტულს, ეს 1993 წლით თარიღდება, როდესაც “მარსელმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგო (“მილანთან” 1:0).
მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩის წინ “ველოდრომის” ბინადართა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ისაუბრა, რომელმაც მეტოქე და ვიზავი, დიეგო სიმოენე შეაქო.
“ჩვენ ვეთამაშებით გამოცდილ გუნდს, რომელმაც ბოლო ექვს წელიწადში სამი ფინალი ფინალი ითამაშა და აქედან ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე. მეტოქის მთავარი ძალა დაცვის ხაზია, მაგრამ შეტევაში გრიზმანი და დიეგო კოშტა ჰყავს. მნიშვნელოვანი იქნება, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და 90 წუთის სათამაშოდ მზად აღმოვჩნდეთ.
ვწუხვარ, რომ სიმეონე მატჩს ტრიბუნიდან უყურებს. მწვრთნელისთვის ყოველთვის ძნელია მისი გუნდისგან შორს ყოფნა. კარგი იქნება თუ მწვრთნელების დასჯის სხვა მეთოდს დანერგავენ. დიეგო გამარჯვებული დაიბადა და “ატლეტიკოში” უდიდესი სამუშაო შეასრულა. სწორედ ამიტომ მადრიდელებს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში გუნდი ჰყავთ”, - განაცხადა გარსიამ.
ევროპა ლიგის ფინალი დღეს საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გვალიაზე არ ამბობდით ამხანაგურებს რომ თამაშობდნენ ყველაზე აქტიური იყოო??? თუ ასეა ჩემპიონატის თამაშზე შეცვლაზე მაინც რატო არ ატამაშეს? ჟურნალისტებო რატო გვატყუებთ?
ძლიერი ფეხბურთელი კი იყო, მაგრამ ძლიერი მწვრთნელი ...
რა კარგად იწყებს შოთი და გაგრძელება უჭირს მერე მის გუნდებს.ეტყობა დასასრული ჯერ კარგად ვერ აითვისა.DDDD
ფორცა შოთიიიიიიიიიიიიი