ფეხბურთი

11:42 | 16.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტაბარესის რჩეულნი - კავანი, სუარესი და სხვები

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის “სელესტეს” გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ურუგვაელთა რიგებში მიწვეულია 26 ფეხბურთელი და ტაბარესს მოგვიანებით სიის 3 მოთამაშით შემცირება მოუწევს.

მეკარეები: ფერნანდო მუსლერა (გალათასარაი, თურქეთი), მარტინ სილვა (ვასკო და გამა, ბრაზილია), მარტინ კამპანა (ინდეპენდიენტე, არგენტინა)

მცველები: დიეგო გოდინი (ატლეტიკო, ესპანეთი), სებასტიან კოატეში (სპორტინგი, პორტუგალია), ხოსე მარია ხიმენესი (ატლეტიკო, ესპანეთი), მაქსიმილიანო პერეირა (პორტუ, პორტუგალია), გასტონ სილვა (ინდეპენდიენტე, არგენტინა), მარტინ კასერესი (ლაციო, იტალია), გილერმო ვარელა (პენიაროლი)

ნახევარმცველები: ნათან ნანდესი (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა), ლუკას ტორეირა (სამპდორია, იტალია), მატიას ვესინო (ინტერი, იტალია), ფედერიკო ვალვერდე (დეპორტივო, ესპანეთი), როდრიგო ბენტანკური (იუვენტუსი, იტალია), კარლოს სანჩესი (მონტერეი, მექსიკა), ჯორჯიან დე არასკაეტა (კრუზეირო, ბრაზილია), დიეგო ლაქსალტი (ჯენოა, იტალია), კრისტიან როდრიგესი, ჯონათან ურეტავისკაია (მონტერეი, მექსიკა), ნიკოლას ლოდეირო (სიეტლი, აშშ), გასტონ რამირესი (სამპდორია, იტალია)

თავდამსხმელები: კრისტიან სტუანი (ჟირონა, ესპანეთი), მაქსიმილიანო გომესი (სელტა, ესპანეთი), ედინსონ კავანი (პსჟ, საფრანგეთი), ლუის სუარესი (ბარსელონა, ესპანეთი)

ურუგვაის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ეგვიპტეს (15 ივნისი), საუდის არაბეთსა (20 ივნისი) და რუსეთს (25 ივნისი) დაუპირისპირდება.

0.132781