1943 – დაიბადა უვე კინდვალი. შვეციის ნაკრებისა და როტერდამის “ფეიენოორდის” ცენტრფორვარდი. როტერდამელთა შემადგენლობაში 1970 წელს მოიპოვა ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები. ჰოლანდიის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1968 და 1971 წლებში გახდა ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ჰოლანდიის ჩემპიონატის 144 მატჩში გაიტანა 129 გოლი. გამოდიოდა შვედურ “ნორჩეპინგსა” და “გეტებორგშიც”. სამჯერ გახდა შვეციის ჩემპიონი. 1966 წელს გახდა შვეციის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი, 1969-ში კი დაასახელეს ქვეყნის უძლიერეს სპორტსმენად. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის (1970, 1974) მონაწილე. შვეციის ნაკრების 43 მატჩში გაიტანა 16 გოლი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1894 - ბოსტონში გაჩენილი ხანძრის შედეგად სხვა 170 შენობასთან ერთად, ბეისბოლის სტადიონიც განადგურდა.
1948 - საბჭოთა დიდოსტატმა, მიხაილ ბოტვინიკმა ხუთკაციანი საჭადრაკო ტურნირი მოიგო და პირველად მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1955 - როკი მარჩიანომ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, დონ კოკელი მეცხრე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორთაბრძოლა სან ფრანცისკოში ჩატარდა.
1973 - თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში “მილანმა” საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, 45 ათასი მაყურებლის თანდასწრებით “ლიდს იუნაიტედი” 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ლუჩანო კიარუჯიმ გაიტანა.
1975 - მუჰამედ ალიმ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, რონ ლი მეთერთმეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1977 - მუჰამედ ალიმ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ალფრედო ევანგელისტი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
1979 - თასების მფობელთა თასის გათამაშების ფინალში, “ბარსელონამ” ბაზელის “სანტ იაკობის” სტადიონზე 58 ათასი მაყურებლის თანდასწრებით დამატებით დროში დიუსელდორფის “ფორტუნა” 4:3 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან გოლები სანჩესმა, ასენსიმ, კრანკლმა და რექსაჩმა გაიტანეს.
1980 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფში “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ფილადელფია სიქსერზი” დაამარცხა და NBA-ის რიგით ოცდამეთოთხმეტე ჩემპიონი გახდა.
1984 - ტურინის “იუვენტუსმა,” თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალის განმეორებით მატჩში, “ფიორენტინასთან” 0:0 ითამაშა და ვინაიდან პირველი შეხვედრა 3:1 ჰქონდა მოგებული, საპატიო ჯილდოს დაეუფლა. გადამწყვეტი პაექრობა აველინოში ჩატარდა და მას 32 ათასი მაყურებელი დაესწრო.
1994 - ჩოგბურთელი ჯენიფერ კაპრიატი მარიხუანას მოხმარებისთვის დააკავეს.
1999 - “ფორმულა-1”-ის მონტე-კარლოს (მონაკო) გრან-პრი მიხაელ შუმახერმა (“ფერარი”) მოიგო.
2001 - უეფა-ს თასის გათამაშების ფინალში, “ლივერპულმა” დორტმუნდის “ვესტფალენშტადიონზე” დამატებით დროში ესპანური “ალავესი” 5:4 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასარგებლოდ გოლები ბაბელმა, ჯერარდმა, მაკალისტერმა, ფაულერმა და გელიმ (საკუთარ კარში) გაიტანეს.
2004 - პროფესიონალურ დონეზე თავისი უკანასკნელი მატჩი ჩაატარა რობერტო ბაჯომ.
2006 - ფრანგული საფეხბურთო კლუბის, “სოშოს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დომინიკ ბიჟოტი გადააყენეს.
2008 - საქართველოს დავით ყიფიანის თასის “ყაზბეგის” გათამაშების ფინალში “ზესტაფონმა” თბილისის “ამერი” 2:1 დაამარცხა და პირველად მოიპოვა საპატიო პრიზი.
2009 - “მანჩესტერ იუნაიტედი” ზედიზედ მესამედ გახდა ინგლისის ჩემპიონი, მილანის “ინტერმა” სკუდეტო შეინარჩუნა, “ბარსელონამ” კი ესპანური პრიმერა დივიზიონი ორწლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.
2010 - მინსკში დასრულებულ სამბოში ევროპის პირველობაზე ქართველმა მოჭიდავეებმა ოქროს ორი, ვერცხლის სამი, ერთი ბრინჯაოს მედალი და გუნდურ შეჯიბრებაში მესამე ადგილი მოიპოვეს.
2010 - რომის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში რაფა ნადალმა როჯერ ფედერერს 6:4, 7:6 მოუგო. ესპანელმა მასტერსის სარეკორდო, 18-ე შეჯიბრება მოიგო და ამ მაჩვენებლით ამერიკელ ანდრე აგასის გაუსწრო.
2010 - “ბარსელონა” მეოცედ გადა ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონი.
2011 - სერბეთში მიმდინარე 17 წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდიამ გერმანიას 5:2 მოუგო და ამ ასაკობრივ კატეგორიაში პირველად გახდა კონტინენტის პირველობის გამარჯვებული.
2013 - ინგლისის პრემიერლიგამ საუკეთესო მწვრთნელად სერ ალექს ფერგიუსონი დაასახელეს. ფერგიუსონი, საუკეთესოდ მეთერთმეტედ აღიარეს. პირველად მან ეს ჯილდო 1992-1993 წლებში მიიღო.
ამ დღეს დაიბადნენ
1904 - პოლ პლექსონი. კანადელი ჰოკეისტი. 1928 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1907 - რობერტ ტისდეილი. ირლანდიელი მძლეოსანი. 400 მეტრზე თარჯრბენში 1932 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1907 - ანტონინ პუჩი. 1920-30-იან წლებში ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ფორვარდი. ნაკრების 59 მატჩში გაიტანა 34 გოლი. მსოფლიოს 1934 წლის ფინალისტი. ჩეხოსლოვაკიის რვაგზის ჩემპიონი. ქვეყნის პირველობების ორგზის საუკეთესო ბომბარდირი.
1925 - ნილტონ სანტოსი. ბრაზილიელი ფეხბურთელი. 1958 და 1962 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. 1950 და 1954 წლების მუნდიალების მონაწილე. 1949 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ნილტონ სანტოსი 1948-1964 წლებში კლუბ “ბოტაფოგოს” ღირსებას იცავდა, ხოლო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 1949-1962 წლებში ასპარეზობდა. ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 74 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. განაპირა მცველთაგან ნილტონ სანტოსმა ერთ-ერთმა პირველმა დანერგა შეტევაში ჩართვა. აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველად.
1937 - ანტონიო რატინი. არგენტინის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების კაპიტანი. ნაკრებში ჩაატარა 34 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. არგენტინის ხუთგზის ჩემპიონი.
1943 - უვე კინდვალი. შვეციის ნაკრებისა და როტერდამის “ფეიენოორდის” ცენტრფორვარდი. როტერდამელთა შემადგენლობაში 1970 წელს მოიპოვა ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები. ჰოლანდიის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1968 და 1971 წლებში გახდა ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ჰოლანდიის ჩემპიონატის 144 მატჩში გაიტანა 129 გოლი. გამოდიოდა შვედურ “ნორჩეპინგსა” და “გეტებორგშიც”. სამჯერ გახდა შვეციის ჩემპიონი. 1966 წელს გახდა შვეციის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი, 1969-ში კი დაასახელეს ქვეყნის უძლიერეს სპორტსმენად. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის (1970, 1974) მონაწილე. შვეციის ნაკრების 43 მატჩში გაიტანა 16 გოლი.
1945 - მასიმო მორატი. მილანის “ინტერის” მფლობელი და პრეზიდენტი.
1955 - ოლგა კორბუტი. ბელორუსი სპორტსმენი. სპორტულ ტანვარჯიშში ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1972, 1976). ტაიჭზე გამოსვლისას გამოირჩეოდა ორიგინალური ილეთით (“კორბუტის მარყუჟი”).
1956 - სერგეი ანდრეევი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, ვოროშილოვგრადის “ზარიას”, როსტოვის სკასა და “როსტსელმაშის” ფორვარდი. 1981 წელს მოიპოვა საკავშირო თასი. 1980 და 1981 წლებში გახდა სსრკ პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილე.
1957 - ჯოან ბენუა სამუელსონი. მარათონულ გარბენში 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1957 - ხოსე მასედა. 1980-იან წლებში ესპანეთის ნაკრების მცველი. ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში 1986 წელს მოიპოვა უეფას თასი, ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.
1958 - ვალერი პეტრაკოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, მოსკოვის “ლოკომოტივის” და “ტორპედოს” ფეხბურთელი.
1968 - ლუბოშ მიხელი. სლოვაკი საფეხბურთო არბიტრი. 25 წლისა გახდა ფიფას არბიტრი. სჯიდა უეფას თასის 2003 და ჩემპიონთა ლიგის 2008 წლების ფინალებს. მოემსახურა 2002 და 2006 წლების მუნდიალის, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩებს.
1969 - სტივენ ლუისი. ამერიკელი მძლეოსანი. 100 და 400 მეტრზე ესტაფეტით სირბილში 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1970 - გაბრიელა საბატინი. არგენტინელი ჩოგბურთელი. ქალთა შორის მოგებული აქვს აშშ-ის ღია პირველობა (1990) და უიმბლდონის წყვილთა ტურნირი (1988, შტეფი გრაფთან ერთად). 1991 წელს ითამაშა უიმბლდონის ფინალში. სულ მოგებული აქვს 27 ტურნირი. კარიერის განმავლობაში გამოიმუშავა 8 მილიონ 785 ათას 550 დოლარი.
1971 - ტურუ ფლორესი. არგენტინელი ფეხბურთელი. “დეპორტივოსა” და “მალიორკას” მოთამაშე.
1975 - მილან ფუკალი. ჩეხეთის ეროვნული ნაკრების, ფეხბურთელი.
1978 - ლეონარდო გუტიერესი. არგენტინის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდი (200 სმ). 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1978 - ლიონელ სკალონი. არგენტინის ნაკრების, “ესტუდიანტესის”, “დეპორტივოს”, “რასინგის”, “ლაციოსა” და “მალიორკას” მცველი-ნახევარმცველი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩი. 1997 წელს მოიგო ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი.