ფეხბურთი

0:55 | 16.05.2018 | ნანახია 1627 - ჯერ

ქაოსი "სპორტინგში" - ფანები ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ (+VIDEO)

ლისაბონის “სპორტინგს” საკუთარი გულშემატკივრები განუდგნენ. A Bola-ს ინფორმაციით, ჟორჟე ჟესუსის გუნდს ბაზაზე ვარჯიშის დროს 50-მდე ქომაგი თავს დაესხნენ და ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულნი არიან მთავარი მწვრთნელი ჟესუსი, მისი ასისტენტი რაულ ჟოზე და ფეხბურთელები: ბას დოსტი, ვილიამ კარვალიო, აკუნია, როდრიგო ბატალია და მეკარე რუი პატრისიუ.

ინციდენტთან დაკავშირებით კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

“სპორტინგი” მკაცრად გმობს იმას, რაც დღეს ბაზაზე მოხდა. არ შეგვიძლია დავეთანხმოთ ვანდალიზმსა და აგრესიას ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და ტექნიკური პერსონალის მიმართ. ეს ჩვენი კლუბის ისტორიას არ შეეფერება.

ეს “სპორტინგი” არაა, არ შეიძლება, რომ ეს იყოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დამნაშავეები გამოვლინდნენ და დაისაჯონ”, - ნათქვამია განცხადებაში.

ფანების აგრესია პორტუგალიის ჩემპიონატში წარუმატებელმა ასპარეზობამ გამოიწვია. საგრეს ლიგის ბოლო ტურში “სპორტინგი” სტუმრად “მარიტიმუსთან” დამარცხდა (1:2) და ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩა. თანაც, დაუძინებელ მტრებს, “ბენფიკასა” და “პორტუს” ჩამორჩა.

ახლა კი, ლისაბონელები პორტუგალიის თასის ფინალისთვის ემზადებოდნენ, რომელიც 20 მაისს, “ავეშის” წინააღმდეგ უნდა ჩაატაროს. თუმცა, პორტუგალიური მედიის ცნობით, კლუბი უარს იტყვის აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, ფეხბურთელთა ნაწილს კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილებაც მიუღია...

თეგებისპორტინგი
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:57 | 16.05.2018
O. Mertskhali (3102)

მივბაძოთ, მივბაძოთ DDDDD
არადა, ჩვენთან რომ ასეთი გუნდები იყოს, ხალხი რა ბედნიერი იქნებოდა...

10:10 | 16.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

მომავალ სეზონში დავაკვირდეთ სპორტინგს და თუ ცემამ უშველათ, მაშინ ჩვენ ბედოვლათებსაც იქნებ უწამლოთ რამენაირად ))

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.073854