ფეხბურთი

2:02 | 15.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოლუმბიელთა ვრცელი ნუსხა

კოლუმბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ნესტორ პეკერმანმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო და 35 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებსაც პირველ შეკრებაზე წაიყვანს.

4 ივნისს კი, საბოლოო, 23-კაციან შემადგენლობას დაასახელებს. მანამდე კი, კოლუმბიელთა ვრცელი ნუსხა ასეთია:

მეკარეები: დავიდ ოსპინა (არსენალი), ივან არბოლედა (ბანფილდი, არგენტინა), კამილო ვარგასი (დეპორტივო კალი), ხოსე ფერნანდო კუადრადო (ონსე კალდასი)

მცვეელები: სანტიაგო არიასი (პსვ, ჰოლანდია), სტეფან მედინა (მონტერეი, მექსიკა), იერი მინა (ბარსელონა, ესპანეთი), ოსკარ მურილო (პაჩუკა, მექსიკა), დევინსონ სანჩესი (ტოტენჰემი, ინგლისი), კრისტიან ძაპატა (მილანი, იტალია), ვილიამ ტესილო (ლეონი, მექსიკა), იოჰან მოხიკა (ჟირონა, ესპანეთი), ბერნარდო ესპინოზა (ჟირონა, ესპანეთი), ფრანკ ფაბრა (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა), ფარიდ დიასი (ოლიმპია, პარაგვაი)

ნახევარმცველები: კარლოს სანჩესი (ესპანიოლი, ესპანეთი), აბელ აგილარი (დეპორტივო კალი), ვილმარ ბარიოსი (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა), გუსტავო კეულარი (ფლამენგო, ბრაზილია), მატეუს ურიბე (ამერიკა, მექსიკა), სებასტიან პერესი (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა), ჯეფერსონ ლერმა (ლევანტე, ესპანეთი), ედვინ კარდონა (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა), ხუან კუადრადო (იუვენტუსი, იტალია), ჯოვანი მორენო (შანხაი შენჰუა, ჩინეთი), ხუან ფერნანდო კინტერო (რივერ პლეიტი, არგენტინა), ხამეს როდრიგესი (ბაიერნი, გერმანია)

თავდამსხმელები: რადამე ფალკაო (მონაკო, საფრანგეთი), კარლოს ბაკა (ვილიარეალი, ესპანეთი), ტეოფილო გუტიერესი (ჟუნიორი), მიგელ ბორხა (პალმეირასი, ბრაზილია), ლუის მურიელი (სევილია, ესპანეთი), დუვან ძაპატა (სამპდორია, იტალია), ხოსე ერიბერტო იზკერედო (ბრაიტონი, ინგლისი), იმი ხარა (ჟუნიორი)

კოლუმბიის ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე იაპონია (19 ივნისი), პოლონეთი (24 ივნისი) და სენეგალი (28 ივნისი) იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113115