ფეხბურთი

1:19 | 15.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკის შემადგენლობა და რაფა მარკესის მეხუთე მუნდიალი

მექსიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხუან კარლოს ოსორიომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. კოლუბიელმა სპეციალისტმა გუნდში 28 ფეხბურთელს უხმო და მათგან 23-ს რუსეთში იახლებს.

“აცტეკთა” რიგებში 39 წლის რაფაელ მარკესი, რომელმაც ცოტა ხნის საკლუბო კარიერა დაასრულა და ახლა ფეხბურთიდან მუნდიალის შემდეგ წავა. მარკესი თუ საბოლოო განაცხადში მოხვდება, მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

მეკარეები: გილერმო ოჩოა (სტანდარტი, ბელგია), ხესუს კორონა (კრუს ასული), ალფრედო ტალავერა (ტოლუკა)

მცველები: კარლოს სალსედო (აინტრახტი, გერმანია), ნესტორ არაუხო (სანტოს ლაგუნა), დიეგო რეიესი (პორტუ, პორტუგალია), ექტორ მორენო (სოსიედადი”, ესპანეთი), უგო აიალა (ტიგრესი), ოსვალდო ალანისი (გვადალახარა), ედსონ ალვარესი (ამერიკა), ხესუს გალიარდო (პუმასი), მიგელ ლაიუნი (სევილია, ესპანეთი)

ნახევარმცველები: ხესუს მოლინა (მონტერეი), რაფაელ მარკესი (უკლუბოდ), ექტორ ერერა (პორტუ, პორტუგალია), ჯონათან დოს სანტოსი, ჯოვანი დოს სანტოსი (ორივე გალაქსი, აშშ), ანდრეს გუარდადო (ბეტისი, ესპანეთი), ერიკ გუტიერესი (პაჩუკა), მარკო ფაბიანი (აინტრახტი, გერმანია)

თავდამსხმელები: ხავიერ ერნანდესი (ვესტ ჰემი, ინგლისი), რაულ ხიმენესი (ბენფიკა, პორტუგალია), ორიბე პერალტა (ამერიკა), ხესუს კორონა (პორტუ, პორტუგალია), კარლოს ველა (ლოს ანჯელესი, აშშ), ხავიერ აკინო, იურგენ დამი (ორივე ტიგრესი), ირვინგ ლოსანო (პსვ, ჰოლანდია)

მექსიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანია (17 ივნისს), სამხრეთ კორეას (23 ივნისს) და შვედეთს (27 ივნისს) დაუპირისპირდება.

0.114031