ფეხბურთი

22:15 | 14.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტიტემ 23 რჩეულს უხმო

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, ბრაზილიის ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა ცნობილია. “სელესაოს” მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ, რჩეულთა სია ახლახანს გამოაქვეყნა.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, განაცხადში ვერ მოხვდა დანი ალვეში, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ტრავმა მიიღო და უმთავრესი საფეხბურთო ტურნირის გამოტოვება მოუწევს.

ბრაზილიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ალისონი (“რომა”, იტალია), ედერსონი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი”), კასიო (“კორინთიანსი”);
მცველები: ფელიპე ლუისი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), მარსელო (“რეალი”, ესპანეთი), ჟოაო მირანდა (“ინტერი”, იტალია), ფაგნერი (“კორინთიანსი”), დანილო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), მარკინიოსი, ტიაგო სილვა (ორივე პსჟ, საფრანგეთი), პედრო ჟერომელი (“გრემიო”);
ნახევარმცველები: რენატო აუგუსტო (“ბეიჯინგ გუანი”, ჩინეთი), ფრედი (“შახტარი”, უკრაინა), პაულინიო, ფელიპე კოუტინიო (ორივე “ბარსელონა”, ესპანეთ), კასემირო (“რეალი”, ესპანეთი), ვილიანი (“ჩელსი”), ფერანდინიო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი);
თავდამსხმელები: ნეიმარი (პსჟ, საფრანგეთი), გაბრიელ ჟეზუსი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), რობერტო ფირმინო (“ლივერპული”, ინგლისი), დუგლას კოშტა (“იუვენტუსი”, იტალია), ტაისონი (“შახტარი”, უკრაინა).

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები E ჯგუფში შვეიცარიასთან (17 ივნისს), კოსტა-რიკასთან (22 ივნისს) და სერბეთთან (27 ივნისს) ერთად ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112407