ფეხბურთი

23:15 | 14.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრო ნესტა სერია B-ს კლუბს გაწვრთნის

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო ნესტა სერია B-ს ბინადარ “პერუჯას” მთავარი მწვრთნელი გახდა. როგორც იტალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 42 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ინვისამდე გაფორმდა.

ნესტა “პერუჯას” სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს, რომელიც ამჟამად მერვე ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფში გასვლასთან ახლოსაა.

ალესანდრო ნესტა სამწვრთნელო გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის. აქამდე “მაიამის” ედგა სათავეში 2016-2017 წლებში.

0.125996