სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

17:50 | 14.05.2018 | ნანახია 393 - ჯერ

ალიევის თასიდან ევროპის ჩემპიონატამდე  

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ საწვრთნელი ტურნირი ითამაშა ბაქოში, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის თასზე, სადაც 2-2 აზერბაიჯანული და ქართული გუნდი მონაწილეობდა.

გამარჯვებული გახდა აზერბაიჯანის თასის მფლობელი, ბაქოს მაჰსული, მეორე ადგილზე გავიდა საქართველოს ჩემპიონი ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, მესამე იყო აზერბაიჯანის ჩემპიონი, ბაქი, მეოთხე - საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრები.

გვესაუბრება ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი გვაზავა: - ტურნირს თუ მხოლოდ მზადების ერთ-ერთ ეტაპად განვიხილავთ, კმაყოფილი ვარ, შედეგით, ცხადია - არა. ორივე აზერბაიჯანულ კლუბს პირველი ტაიმი მოვუგეთ და ბოლოში ძალა არ გვეყო. ცალსახად უკმაყოფილო ვარ ბათუმთან თამაშით, რომლისთვისაც ბიჭები, რატომღაც საბრძოლველად ვერ განეწყვნენ. აზერბაიჯანული კლუბების ძალას რაც შეეხება, ნორმალური გუნდებია, ჰყავთ რამდენიმე უცხოელი - უკრაინელები, ეგვიპტელი. თუ გავითვალისწინებთ აზერბაიჯანელი მსაჯების ფაქტორს, იმას, რომ ტურნირზე ჩვენ პირდაპირ საქართველოს ჩემპიონატის ფინალური მატჩების შემდეგ გავემგზავრეთ და აღდგენა ვერ მოვასწარით - და დავუშვებთ, რომ ორივე ეს გუნდი, ბაქი და მეჰსული საქართველოს ჩემპიონატზე თამაშობს, ჩვენი სამივე მოწინავე კლუბი მათ დაამარცხებს, ოღონდ - ბევრით ვერა.

რაც შეეხება ახალგაზრდულ ნაკრებს და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების მომავალ გეგმას: 15 მაისიდან გვექნება სამკვირიანი ფიზიკური მომზადების ციკლი - ჯერ თბილისსა და შემდეგ ურეკში. შემდეგ რამდენიმე თამაში გვექნება ჩვენს ჭაბუკთა, 18-წლამდელთა ნაკრებთან, რომელსაც ევროპის ჩემპიონატი აგვისტოში, თელავში აქვა. 20-წლამდელთა ჩემპიონატი, 20-29 აგვისტოს გაიმართება მონტენეგროში. ჯგუფში მეტოქეებად გვყავს სლოვაკეთი, თურქეთი, მონტენეგრო და ლატვია. ვფიქრობ, რომ აშკარა ფავორიტი მასპინძლების გუნდი იქნება დანარჩენებთან კი თანაბრად ბრძოლა უნდა შევძლოთ.

ხელბურთი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აზერბაიჯანში

პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ტურნირი. ბაქო, 9-11 მაისი, 2018

მაჰსული (ბაქო) 6 ქულა; BSB ბათუმი 4; ბაქი 2; საქართველო 20წ 0

9 მაისი. მაჰსული - BSB ბათუმი 37-28

საქართველო 20წ - ბაქი 34-36

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი - რუსტამოვი 9, ბულბულაშვილი 7 , მიქავა 5, ყორიაული 3, ზარნაძე 3, ნიაზაშვილი 3, მერკვილაძე 2, ბაინაზიშვილი 1, დოლმაზაშვილი 1, ტიელიძე, იობაშვილი, კორსანტია

ბაქ: ელშ. მამედიაროვი, ჯაჰანგიროვი - საიმოვი 10, ნაზარალიევი 7, ასქეროვი 6, კოშმანი 4, მოლაეი 3, დუბოვიკი 3, სერგუნინი 1, იმანოვი 1, ელგ. მამედიაროვი 1, როგოვი, მამადლი, ნაგიევი, შარიფი, ჰასანოვი

10 მაისი. BSB ბათუმი - ბაქი 42-40

საქართველო 20წ - მაჰსული 26-30

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი - რუსტამოვი 6, ბულბულაშვილი 6, მიქავა 5, ყორიაული 5, ბაინაზიშვილი 1, ტიელიძე 1, დოლმაზაშვილი, ნიაზაშვილი, მერკვილაძე, ზარნაძე, იობაშვილი, კორსანტია

მაჰ: მამედზადე, სკრებცოვი - მამედოვი 6, კალმიკოვი 5, რ. სლეიმანოვი 5, ჰ. აიდამიროვი 4, . აიდამიროვი 4, ი. სლეიმანოვი 3, ისმაილოვი 2, აზიზოვი 1, ჰუსეინზადე, ჩაპლიგინი, აბდულაევი, მალიქოვი

11 მაისი. მაჰსული - ბაქი 41-39

BSB ბათუმი - საქართველო 20წ 37-36

ბათ: ტორონჯაძე, ცერცვაძე, ვარშალომიძე - სიმონია 8, სურმავა 7, აბრამიშვილი 6, წივწივაძე 6, გოგოლაძე 6, კბილაშვილი 3, თევზაძე 1, მჟავანაძე, ქარდავა, ჭელიძე, ყაველაშვილი, სტურუა

საქ: ხარაიშვილი, ხანდოლიშვილი - ტიელიძე 8, მიქავა 6, რუსტამოვი 6, ყორიაული 5, ბაინაზიშვილი 3, დოლმაზაშვილი 3, ზარნაძე 2, ნიაზაშვილი 2, იობაშვილი 1, მერკვილაძე, კორსანტიაა

ახალგაზრდული ნაკრები

GK: სანდრო ხანდოლიშვილი (სტუ-ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (იმედი თელავი)

LW: ხაზეინ რუსტამოვი (ქუთაისი), გიორგი დოლმაზაშვილი (იმედი თელავი)

LB: გიორგი ყორიაული (იმედი თელავი), ზეზვა იობაშვილი (იმედი თელავი)

CB: გიგა ზარნაძე (პეგასი), გიგა ბაინაზიშვილი (იმედი თელავი)

RB: ლუკა ბულბულაშვილი (BSB ბათუმი), გიორგი ტიელიძე (გორი)

RW: გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი), დავით ნიაზაშვილი (გორი)

P: გიორგი მიქავა (იმედი თელავი), ლევან კორსანტია (იმედი თელავი)

გიორგი გვაზავა (მთავარი მწვრთნელი), გიორგი ხელისუფალი (მწვრთნელი)

გივი შარანგია (გუნდის უფროსი), ჯუმბერ ყარყარაშვილი (ექიმი)

ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 20წ

ჩემპიონატი მონტენეგროში. პოდგორიცა, 20-29 ივლისი, 2018

A ჯგუფი: ჩეხეთი, ავსტრია, ჰოლანდია, მოლდოვა, კოსოვო, ბულგარეთი

B ჯგუფი: სლოვაკეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ლატვია, საქართველო

20 ივლისი. მონტენეგრო-საქართველო, 21 ივლისი. საქართველო-სლოვაკეთი

23 ივლისი. ლატვია-საქართველო, 24 ივლისი. თურქეთი-საქართველო

28 ივლისი, ნახევარფინალი. 29 ივლისი, ფინალი

ჩემპიონატი მაკედონიაში. 20-29 ივლისი, 2018

A ჯგუფი: ბელარუსი, ფარერები, ფინეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, ლიტვა

B ჯგუფი: შვეიცარია, იტალია, მაკედონია, უკრაინა, ბრიტანეთი

2-2 საუკეთესო გადის ნახევარფინალში

M 20 Euro, სლოვენიაში. 16 გუნდი, 19-29 ივლისი

A: გერმანია, ისლანდია, შვედეთი, რუმინეთი - B: სლოვენია, სერბეთი, ნორვეგია, ისრაელი

C: ხორვატია, ესპანეთი, რუსეთი, პოლონეთი - D: საფრანგეთი, დანია, პორტუგალია, უნგრეთი

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.063063