ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის ძირითადი ბადის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის 370-ე ნომერს, იტალიელ ფილიპო ბალდის შეხვდება. მატჩი 15 მაისს გაიმართება.
ბასილაშვილი იტალიურ ბარიერს, დიდი ალბათობით, გადალახავს და მომდევნო ეტაპზე ჯოკოვიჩი-დოლგოპოლოვის გამარჯვებულს შეხვდება.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ბასილაშვილმა მარკუს ჩოპილი და ჟულიენ ბენეტო დაამარცხა.