შოტლანდიის პრემიერშიფის 2017-2018 წლების სეზონი საოცარი მატჩით დასრულდა. ედინბურგში, “ჰიბერნიანი” და “რეინჯერსი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ის, რაც “ესთერ როუდზე” ხდებოდა, უბრალოდ ძალზე იშვიათი მოვლენაა.
“ჰიბერნიანმა” შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყო და 22-ე წუთისთვის 3:0 ამარცხებდა სახელოვან მეტოქეს. თითქოს ყველაფერი გარკვეული გახლდათ, მაგრამ “რეინჯერებმა” ანტრაქტამდე მოახერხეს ყველა კრიტიკოსის გაჩუმება – 3:3.
მეორე ნახევარში “რეინჯერსმა” კიდევ ორი გოლი გაიტანა და აი, მაშინ კი ყველამ ჩათვალა, რომ ყველაფერი დასრულდა. გლაზგოელებმა მოახერხეს და, 0:3-დან 5:3 დაწინაურდნენ! მაგრამ, ისიც შეძლეს, რომ ორჯერ ისევ გაუშვეს და მატჩი უჩველოდ, 5:5 დასრულდა...
“რეინჯერსმა” სეზონი 70 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა, ჩამორჩა “სელტიკსა” და “აბერდინს”, ხოლო “ჰიბერნიანი” 67 ქულით მეოთხეზე დარჩა. ნილ ლენონის გუნდს ევროპა ლიგაზე გასვლის შანსი აქვს. ეს, იმ შემთხვევაში შოტლანდიის თასს “მოზერველი” თუ ვერ მოიგებს...
“ჰიბერნიანი” – “რეინჯერსი” 5:5
გოლები: 1:0 კამბერი (10, პენ), 2:0 ალანი (16), 3:0 მაკლარენი (22), 3:1 ტავერნიე (25), 3:2 როსიტე (27), 3:3 ბრუნო ალვეში (40), 3:4 ჰოლტი (54), 3:5 უინდასი (68), 4:5 მაკლარენი (70), 5:5 მაკლარენი (90)