სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ავტოსპორტი

2:00 | 14.05.2018 | ნანახია 1004 - ჯერ

ჰამილტონმა ესპანური დიდი პრიზი მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

ლუის ჰამილტონმა ბარსელონა კატალუნია მონტმელოზე, ესპანეთის დიდი პრიზის რბოლაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა. „მერსედესმა“ დუბლი შეასრულა, ჰამილტონის მთავარი მეტოქე სებასტიან ფეტელი კი ისევ კვარცხლბეკის გარეშე დარჩა.

ესპანური ეტაპის შემდეგ, მსოფლიოს ორ ოთხგზის ჩემპიონს შორის სხვაობა 4-დან 17 ქულამდე გაიზარდა, ბრიტანელის სასარგებლოდ. მან ამ სეზონში პირველი გამარჯვება ორი კვირით ადრე, ბაქოში მოიპოვა და თუ მაშინ თანაგუნდელის უიღბლობით იხეირა, ამჯერად ტრასაზე ფაქტობრივად უკონკურენტო იყო.

„დღეს მანქანაც კარგ იყო და მეც საუკეთესო განწყობაზე ვიყავი, ეს სინერჯია კი მთელი სეზონის განმავლობაში პირველად ვიგრძენი. „მერსედესის“ მთელი ხელმძღვანელობა აქაა და კარგია, რომ მათ გუნდის ნამდვილი ძალა ვაჩვენეთ. იმედი მაქვს, რომ ასევე გავაგრძელებთ“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც კარიერაში უკვე 64 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

ჰამილტონმა სტარტზევე შეძლო მოწინავე პოზიციის შენარჩუნება და ლიდერობა მხოლოდ ერთხელ, პიტ სტოპის შესრულების შემდეგ დათმო. მის უკან კი სტარტზევე დრამა გათამაშდა. რომენ გროჟანს შეცდომა მოუვიდა, პელოტონის სიღრმეში დატრიალდა და პიერ გასლი და ნიკო ჰულკენბერგიც გაიყოლა. სტარტზე ფეტელმა შეძლო ვალტერი ბოტასის ჩამოტოვება და მეორე ადგილს მანამ ინარჩუნებდა, სანამ მე-40 წრეზე ვირტუალური რეჟიმის დროს, მეორე პიტ სტოპს შეასრულებდა. ბოქსებიდან გამოსული კი, ბოტასის გარდა, მაქს ფერსტაპენის უკანაც აღმოჩნდა...

სწორედ ასე დაკარგა მან კვარცხლბეკზე ასვლის შანსი და ეს ფაქტობრივად, „ფერარის“ გუნდური შეცდომის გამო მოხდა და არა პილოტისა. სხვა ლიდერებმა ფინიშამდე თითო პიტ სტოპი იმყოფინეს. არც ფეტელის თანაგუნდელ კიმი რაიკონენს გაუმართლა, რომელსაც ძრავმა უმტყუნა.

ფერსტაპენს ამჯერადაც მოუვიდა მცირე ინციდენტი, თუმცა მანქანის დაზიანების მიუხედავად, ტემპი მაინც შეინარჩუნა. 43-ე წრეზე, რესტარტის შემდეგ, როცა სტროლის გასწრება სცადა, ფერსტაპენის „რედ ბულს“, კანადელის „უილიამსის“ უკანა მარჯვენა ბორბალთან შეხების შედეგად, წინა მარცხენა ფრთის ნაწილი დაემტვრა. მაგრამ გუნდთან რადიოთი გასაუბრების შემდეგ, გზა გააგრძელა და თან ტემპიც დიდად არ დაუკარგავს.

შესანიშნავი რბოლა ჩაატარა „ზაუბერის“ მონაკოელმა შარლ ლეკლერმა, ვინც სტარტი მე-14 პოზიციიდან აიღო, თუმცა სტარტზე მომხდარი ინციდენტით იხეირა და კარგა ხანს მასზე სწრაფი ფერნანდო ალონსოს შეტევებს ადვილად იგერიებდა. საბოლოოდ კი მე-10 ადგილს დასჯერდა. შესანიშნავად იასპარეზა კევინ მაგნუსენმაც, რომელიც „დანარჩენებში“ (უძლიერესი სამი გუნდის გარდა) ყველაზე სწრაფი იყო და ფინიშის ხაზი მეექვსემ გადაკვეთა.

ესპანეთის დიდი პრიზი

ბარსელონა, კატალუნია მონტმელო, დისტანცია 307.104 კმ (4 655 მ, 66 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:35:29.972
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 20.593
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 26.873
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 27.584
  5. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 50.058
  6. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1 წრე
  8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 2 წრე
  10. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 2 წრე
  11. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 2 წრე
  12. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 2 წრე
  13. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 2 წრე
  14. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 3 წრე
  15. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 21 წრე
  16. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 28 წრე
  17. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 41 წრე
  18. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 66 წრე
  19. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 66 წრე
  20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 66 წრე

უსწრაფესი წრე: დანიელ რიკიარდო - 1:18.441 (61-ე წრე, 213.638 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 95 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 78; 3. ვალტერი ბოტასი - 58; 4. კიმი რაიკონენი - 48; 5. დანიელ რიკიარდო - 47; 6. მაქს ფერსტაპენი - 33; 7. ფერნანდო ალონსო - 32; 8. ნიკო ჰულკენბერგი - 22; 9. კევინ მაგნუსენი - 19; 10. კარლოს საინსი - 19; 11. სერხიო პერესი - 17; 12. პიერ გასლი - 12; 13. შარლ ლეკლერი - 9; 14. სტოფელ ვანდოორნი - 8; 15. ლანს სტროლი - 4; 16. მარკუს ერიკსონი - 2; 17. ესტებან ოკონი - 1; 18. ბრენდონ ჰარტლი - 1

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედს AMG – 153 ქულა; 2. ფერარი - 126; 3. რედ ბული - 80; 4. რენო - 41; 5. მაკლარენი - 40; 6. ჰაასი - 19; 7. ფორს ინდია - 18; 8. ტორო როსო - 13; 9. ზაუბერი - 11; 10. უილიამსი - 4

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:02 | 14.05.2018
majlajuna (836)

რა ფოკუსი ჩაატარეს ეს გუშინ ფერარიში

11:08 | 14.05.2018
zaza2 (271)

ვსიო, აკრიფა ლუისამ.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.079064