საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალში ფრანგი ჟულიენ ბენეტო 3:6, 7:5, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 23 წუთს გაგრძელდა.
ნიკა მეორე სეტს 2:1-ს აგებდა, მაგრამ ქართველი ჩოგბურთელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სიტუაციის შემოტრიელბა მოახერხა. გადამწყვეტ მესამე სეტში 5:4-ზე ნიკამ გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა.
რომის მასტერსის ძირითად ბადეში ჯერჯერობით ბასილაშვილის მეტოქე უცნობია.