სხვა

18:25 | 13.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გოგიტა არქანიას ევროპული ბრინჯაო

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართველმა კარატისტმა გოგიტა არქანია. მან რამდენიმე ძლიერ მეტოქეს აჯობა, მათ შორის - გერმანელ ჯონათან ჰორნეს, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთი მედლის მფლობელია.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს გოგიტა არქანიას ევროპულ სარბიელზე მოპოვებულ წარმატებას. იმედი გვაქვს, რომ გოგიტა არქანია და ჩვენი ნაკრების სხვა წევრები ასევე წარმატებით გამოვლენ ნოემბერში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მედლებთან ერთად 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173448