ფეხბურთი

11:55 | 13.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნესტამ შესაძლოა სერია B-ს გუნდი ჩაიბაროს

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ალესანდრო ნესტა შესაძლოა იტალიის მეორე დივიზიონის გუნდის "პერუჯას" მთავარი მწვრთნელი გახდეს. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sport Italia-მ გაავრცელა.

"პერუჯას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მთავარი მწვრთნელი რობერტუ ბრედუ სერია B-ს დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა სპეციალისტმა გუნდი პლეი ოფში გაიყვანა და წარმატებული თამაშის შემთხვევაში "პერუჯა" ქვეყნის მთავარ ჩემპიონატში ითამაშებს.

გამოცემის ინფორმაციით, კლუბის ახალი თავკაცის ვინაობა 14 მაისს გაირკვევა, ხოლო ნესტა მთავარი პრეტენდენტია. ალესანდროს სამწვრთნელო კარიერა აშშ-ში დაიწყო, როდესაც 2015 წელს ახლადშექმნილი გუნდი "მაიამი" ჩაიბარა. 2017 წლის ნოემბრის შემდეგ კი ნესტა თავისუფალი აგენტია.

0.121524