ისტორია

9:54 | 13.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

13 მაისი მსოფლიო სპორტი ისტორიაში

1981 - თბილისის “დინამომ” ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, დიუსელდორფის “რაინშტადიონზე” გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი “კარლ ცაისი” (იენი) 2:1 დაამარცხა. თამაშს 9 ათასი მაყურებელი დაესწრო. გოლები ვლადიმერ გუცაევმა, ვიტალი დარასელიამ და გერჰარდ ჰოპემ გაიტანეს. “დინამო”: ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე, ნოდარ ხიზანიშვილი, გია თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე (ნუკრი კაკილაშვილი), თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია. თადარიგში კარლო მჭედლიძე, ამირან ანდღულაძე, გიორგი ჭილაია და ვაჟა ჟვანია იყვნენ. თბილისის “დინამოს” ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა. “კარლ ცაისი”: გრაპენტინი, ბრაუერი, კურბივაიტი, შნუპჰაზე, შილინგი, ჰოპე (ოვერმანი), კრაუზე, ლინდემანი, ბილაუ (ტოფერი), რააბი, ფოგელი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1902 - სპეციალურად ორგანიზებული ტურნირის ფარგლებში პირველი ესპანური “კლასიკო” შედგა. საფეხბურთო კლუბმა “მადრიდმა” (მომავალში გუნდს “რეალი” დაერქვა) კატალონიურ “ბარსელონასთან” 1:3 წააგო. მადრიდელ გულშემატკივართა აზრით, “ბარსელონას” გამარჯვება დაუმსახურებელი იყო, რადგანაც სპეციალურად ამ მატჩისთვის კატალონიელებმა ლეგიონერებს უხმეს.

1905 - სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი, ჯეიმს ჯეფერსი რინგიდან დაუმარცხებელი წავიდა.

1906 - ინგლისელი ფორვარდი ჯორჯ ჰილდსონი “ვესტ ჰემიდან” “ჩელსიში” გადავიდა. მან “სტემფორდ ბრიჯელთა” შორის ჩატარებულ პირველივე მატჩში 5 გოლი გაუტანა “გლოსოპს”.

1945 - განახლდა საკავშირო პირველობები ფეხბურთში. ომისშემდგომი პერიოდის პირველი ჩემპიონი მოსკოვის “დინამო” გახდა.

1950 - “ფორმულა-1”-ის სილვერსტოუნის (დიდი ბრიტანეთი) გრან-პრი ჯუზეპე ფარინამ (“ალფა რომეო”) მოიგო.

1964 - ბრიუსელის “ეიზელის” სტადიონზე თასების თასის ფინალური შეხვედრა ჩატარდა. ბუდაპეშტის მტკ ლისაბონის “სპორტინგს” შეხვდა. მატჩს 3 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, რაც ევროტურნირების ფინალების ანტირეკორდული მაჩვენებელია. თამაში კი ძალიან საინტერესო გამოდგა. პირველი ტაიმის დასაწყისში ანგარიში უნგრელებმა გახსნეს, შესვენებამდე კი პირენელებმა წინ გასვლა მოახერხეს (2:1). მეორე ტაიმის 75-ე წუთზე კვლავ მადიარები დაწინაურდნენ (3:2), ასპარეზობის მიწურულს კი “სპორტინგმა” წინასამატჩო სტატუს-კვო აღადგინა და გადათამაშება დაინიშნა. ფინალის განმეორებითი შეხვედრა 15 მაისს ანტვერპენში ჩატარდა და 19 ათასი მაყურებლის თანდასწრებით ლისაბონელებმა 1:0 იმარჯვეს.

1979 - “ფორმულა-1”-ის ზოლდერის (ბელგია) გრან-პრი ჯოდი შეფტერმა (“ფერარი”) მოიგო.

1981 - თბილისის “დინამომ” ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, დიუსელდორფის “რაინშტადიონზე” გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი “კარლ ცაისი” (იენი) 2:1 დაამარცხა. თამაშს 9 ათასი მაყურებელი დაესწრო. გოლები ვლადიმერ გუცაევმა, ვიტალი დარასელიამ და გერჰარდ ჰოპემ გაიტანეს. “დინამო”: ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე, ნოდარ ხიზანიშვილი, გია თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე (ნუკრი კაკილაშვილი), თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია. თადარიგში კარლო მჭედლიძე, ამირან ანდღულაძე, გიორგი ჭილაია და ვაჟა ჟვანია იყვნენ. თბილისის “დინამოს” ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა. “კარლ ცაისი”: გრაპენტინი, ბრაუერი, კურბივაიტი, შნუპჰაზე, შილინგი, ჰოპე (ოვერმანი), კრაუზე, ლინდემანი, ბილაუ (ტოფერი), რააბი, ფოგელი.

1984 - მას შემდეგ, რაც კევინ კიგანი “ნიუკასლ იუნაიტედს” ინგლისის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში დაბრუნებაში დაეხმარა, ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება.

1987 - თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, ამსტერდამის “აიაქსმა” ათენის ოლიმპიურ სტადიონზე 35 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ლაიფციგის “ლოკომოტივი” 1:0 დაამარცხა. გოლი მარკო ვან ბასტენმა გაიტანა. გუნდს იოჰან კრუიფი წვრთნიდა.

  1. “ფორმულა-1”-ის იმოლას (სან მარინო) გრან პრი რიკარდო პატრეზემ (“უილიამსი”) მოიგო.

1992 - ამსტერდამის “აიაქსმა” UEFA-ს თასის გათამაშების განმეორებით ფინალურ მატჩში, “ტორინოსთან” 0:0 ითამაშა (შეხვედრას 42 ათასი მაყურებელი დაესწრო) და რადგან ტურინში შეხვედრა 2:2 დასრულდა, საპატიო პრიზს დაეუფლა.

1993 - ედი მიურეი მეექვსე სპორტსმენი გახდა, რომელმაც ბეისბოლის ეროვნულ ლიგაში 3 ათასი მატჩი ჩაატარა.

2005 - საქართველოს საფეხბურთო პირველობის უმაღლესი ლიგის საგზურები თბილისის “ამერმა” და “ბორჯომმა” მოიპოვეს.

2006 - საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს, საფეხბურთო კლუბი “ამერი” დაეუფლა, რომელმაც ტურნირის ფინალური მატჩის პენალტების სერიაში, “ზესტაფონი” დაამარცხა (2:2; 4:3-პენ.).

ამერი (თბილისი) - ზესტაფონი 2:2 (4:3, პენალტებით)

2006 - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის გათამაშების ფინალში, “ლივერპულმა” “ვესტ ჰემი” დაამარცხა (3:3; 3:1-პენ.) და საპატიო ჯილდოს დაეუფლა.

2007 - თბილისის სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით მე-12 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე, ორგანიზაციის პრეზიდენტად ხმათა უმრავლესობით (19 ხმა 32-დან), გიორგი ნემსაძე აირჩიეს. მისი კონკურენტები ფედერაციის ამჟამინდელი თავკაცი ნოდარ ახალკაცი (13 ხმა) და მამუკა კვარაცხელია (0 ხმა) იყვნენ. ყველასთვის მოულოდნელად, გიორგი ნემსაძემ პრეზიდენტის პოსტი არჩევიდან რამდენიმე საათში დატოვა. მოგვიანებით კი გიორგი ნემსაძე ცხინვალის “სპარტაკის” ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

2009 - “ბარსელონამ” ესპანეთის თასის ფინალში ბილბაოს “ატლეტიკს” 4:1 სძლია.

2012 - მძლეოსნობა. სიმაღლეზე ხტომაში ზურაბ გოგოჭურმა საქართველოს რეკორდი გააუმჯობესა - 224სმ.

ამ დღეს დაიბადნენ

1877 - ბობი ჰემილტონი. შოტლანდიელი ბომბარდირი. ექვჯერ გახდა შოტლანდიის პირველობის საუკეთესო გოლეადორი. ქვეყნის ოთხგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი.

1896 - ჩარლზ ფაჰუდ დე მორტანჟი. ჰოლანდიელი მშვილდოსანი. 1928 და 1932 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1898 - ერნსტ ეგრი-ერნბშტაინი. ტურინის “ტორინოს” უნგრული წარმოშობის მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ზედიზედ ხდებოდა იტალიის ჩემპიონი და მოთამაშეები “სკუადრა აძურას” ბირთვს შეადგენდნენ. ეგრი-ერბშტაინი ფეხბურთელებთან ერთად 1949 წლის 4 მაისს ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა.

1914 - ჯო ლუისი. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი (1937-49).

1924 - კონჩეტო ლო ბელო. 1960-70-იან წლებში პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო მსაჯი. იყო რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ფინალის არბიტრი. სჯიდა მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის მატჩებს. მოემსახურა ჩემპიონთა (1968, 1970), თასების (1967) და უეფას (1966, 1974) თასების ფინალებს.

1942 - ჯეფრი ასტლი. 1960-70-იან წლებში “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” ფორვარდი. 1968 წელს გახდა ინგლისის ჩემპიონი, ორი წლით ადრე კი ლიგის თასს დაეუფლა. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 292 მატჩი, გაიტანა 137 გოლი. “ვესტ ბრომვიჩის” გულშემატკივრებმა “მეფე ჯეფი” შეარქვეს.

1952 - ჟან-პოლ ბერტრან-დემანი. საფრანგეთის ნაკრებისა და “ნანტის” მეკარე. გუნდის შემადგენლობაში ჩატარებული აქვს 532 მატჩი. საფრანგეთის ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1961 - დენის როდმანი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთამაშე. შვიდი სეზონის განმავლობაში “დეტროიტ პისტონზის” ღირსებას იცავდა. შემდეგ სამი სეზონი “სან ანტონიო სპერზში” გაატარა და “ჩიკაგო ბულზში” გადავიდა. ამ კლუბში მაიკლ ჯორდანთან ერთად ნბა-ს ჩემპიონი სამჯერ (1996, 1997, 1998) გახდა. ორჯერ კი ასოციაციის პირველობა “დეტროიტ პისტონზთან” ერთად მოიგო (1989, 1990).

1970 - რობერტ შპეჰარი. ხორვატიის ეროვნული ნაკრების, “ოსიეკის,” “ბრიუგეს,” “სტანდარდის,” “მონაკოსა” და კვიპროსის “ომონიას” ფეხბურთელი.

1977 - პაბლო გარსია. ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

1978 - მაიკ ბიბი. ნბა-ს “ატლანტა ჰოუკსის” მსროლელი (188 სმ). 2008 წლამდე გამოდიოდა “ვანკუვერ გრიზლისა” (1998-2001) და “საკრამენტო კინგზში” (2001-08).

ამ დღეს გარდაიცვალა

1997 - ევერტ დოლმანი. ჰოლანდიელი ველოსიპედისტი. 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. გარდაიცვალა 47 წლის ასაკში.

0.160584