ფეხბურთი

2:51 | 13.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" თვითმკვლელობა...

მილანის “ინტერი” ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას ლამობდა და ამისთვის კარგი შანსიც ჰქონდა – ბოლო ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი უნდა აეღო. ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის პირველი წინაღობა საკმაოდ მარტივად მოსჩანდა. უმოტივაციო და ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი “სასუოლო”.

თუმცა, “ნერაძურიმ” შეძლო და არათუ ვერ დაამარცხა მეტოქე, არამედ უქულოდ დარჩა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, “ინტერმა” თვითმკვლელობა ჩაიდინა და ოთხეულს ძალიან დაშორდა. რეჯიო ემილიელებმა ორი ერთმანეთზე უკეთესი გოლი გაიტანეს. ჯერ მატეო პოლიტანომ შეაგდო დიდებული ჯარიმა, მერე დომენიკო ბერარდი გაისროლა შორიდან. რაფინია ალკანტარას გოლი უკვე არაფრის მომცველი იყო.

ამრიგად, “რომამ” უკვე გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის საგზური. “ინტერს” კი შანსი ისევ აქვს და ეს შანსი შემდეგში მდგომარეობს: კვირას, “ლაციომ” “კროტონესთან” ვერ უნდა მოიგოს, ხოლო ბოლო ტურში სწორედ “ლაციო” – “ინტერის” მატჩია რომში და მილანელებს იტალიის დედაქალაქში უსათუოდ სამი ქულა დასჭირდებათ. აი, თუ სიმონე ინძაგის გუნდმა “კროტონე” დაამარცხა, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება და “ინტერს” ევროპა ლიგით მოუწევს დაკმაყოფილება. აქვე ვთქვათ, რომ "ინტერნაციონალე" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს 2011-2012 წლების სეზონში თამაშობდა...

37-ე ტური კი “ბენევენტოსა” და “ჯენოას” მატჩით დაიწყო, რომელიც დიაბატეს გვიანმა გოლმა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ “ჯალოროსი” მთელი სეზონი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, “ჩირო ვიგორიტოზე” დიდი ზეიმი მოეწყო და გუნდმაც დაუფასა – ელიტა საკუთარ მოედანზე გამარჯვებით დაასრულა.

“ბენევენტო” – “ჯენოა” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 დიაბატე (87)

“ინტერი” – “სასუოლო” 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 პოლიტანო (25), 0:2 ბერარდი (72), 1:2 რაფინია (80)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.219192