54 წელი და 262 დღე - "ჰამბურგი" გერმანიის ბუნდესლიგიდან ისტორიაში პირველად გავარდა და მისი გულშემატკივრებისთვის 2017-2018 წლების სეზონი ალბათ ყველაზე ცუდად გასახსენებელი იქნება. კრისტიან ტიტცის გუნდმა სეზონი 31 ქულით მე-17 ადგილზე დაასრულა და გაისად, მისთვის უჩვეულოდ, II ბუნდესლიგაში მიუწევს ბურთის გორება.
რა გასაკვირია, რომ "გლადბახთან" (2:1) გამარჯვება ჩრდილოეთ გერმანელებისთვის ვერაფერი ნუგეში გამოდგა, როცა გაიგეს, რომ პარალელურ მატჩში "ვოლფსბურგმა" "კიოლნი" არ დაინდო (4:1). "ჰამბურგი" გავარდა, ზღაპარი დასრულებულია, დასრულებულია ცუდად.
ამას კი, ფანების პროტესტი მოჰყვა. ნამატჩევს "ვოლკპარკშტადიონზე" მდგომარეობა გერმანელთათვის დამახასიათებელ წესრიგს ნამდვილად არ მიესადაგებოდა...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ახლა კიბარ უნდა აპროტესტებდნენ ეს ბოლო წლებია ჰამბურგი სულ გასავრდნ ზონაში ასრულებს მარა აქამდე ფლეიოფში ყოჩაღობდნენ ახლა კი ჰაიდა || ბუნდესლიგაში))