ფეხბურთი

23:30 | 12.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიგტი "ბაიერნსაც" მოუნდა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და ამსტერდამის "აიაქსის" მცველმა მატეის დე ლიგტმა შესაძლოა კარიერა გერმანიაში გააგრძელოს. როგორც Kicker-ი იუწყება, 18 წლის ფეხბურთელით დაინტერესებულ წამყვან ევროპულ კლუბებს მიუნხენის "ბაიერნიც" შეუერთდა.

დე ლიგტის ეროვნულ ნაკრებში ხუთი მატჩი აქვს ჩატარებული. მატეისი "აიაქსის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და მთავარ გუნდში 2016 წელს დააწინაურეს. მიმდინარე სეზონში მცველმა საკლუბო დონეზე 39 შეხვედრა ჩაატარა და თავი სამ-სამი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 18 წლის მცველის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115116