ფეხბურთი

19:30 | 12.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" ლეგიონერთა კლასი

ეროვნული ლიგის მე-11 ტურის გამორჩეული მატჩი ივანწმინდაში შედგა, სადაც მესამე ადგილოსანმა “ჩიხურამ” სატურნირო ცხრილში მეზობელი გორის “დილა” მიიღო და უქულოდ დარჩა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გორელებმა სამი ქულა ლეგიონერთა შოუს წყალობით მოიპოვეს. მიკოლა კოვტალიუკმა და ლეანდრო რიბეირომ მეტოქე აშკარად დაჯაბნეს და “დილამ” სამი ქულა ადვილად მოიპოვა.

პირველი ტაიმის ბოლო ლეანდროს აქტიურობის შედეგად მეკარე ზურაბ მწყერაშვილი საიმედოდ ვერ გაისარჯა და დამატებაზე კოვტალიუკმა ყველას ყველას დაასწრო. მეორე ტაიმში ბრაზილიელმა და უკრაინელმა ლეგიონერებმა როლები გაცვალეს. ამჯერად ასისტენტობა კოვტალიუკმა ითავა, ხოლო გოლი ლეანდრო რიბეირომ შეაგდო. მესამე გოლი კი, რომელმაც საბოლოო ანგარიში კლასიკურ კონტრშეტევას მოჰყვა. მასპინძLები ახლოს იყვნენ გოლთან, მაგრამ “დილამ” თავის დაცვა მოახერხა და შეტევაში უმალვე გადავიდა. ბურთი მარცხენა ფლანგზე ლეანდრომ მიიღო, რომელმაც უკრაინელი ფორვარდი მოძბენა და კოვტალიუკმა დუბლი გაიფორმა – 0:3.

ამ გამარჯვებით “დილამ” “ჩიხურას” გადაასწრო სატურნირო ცხრილში და მესამე პოზიციაზეა. გიორგი დარასელიას გუნდის აქტივში 20 ქულაა, ხოლო “ჩიხურამ” სეზონში მეორედ წააგო და 19 ქულით ერთი საფეხურით დაქვეითდა.

“ჩიხურა” – “დილა” 0:3 (0:1)

ივანწმინდა, “ცენტრალური სტადიონი”

“ჩიხურა” (4-4-2): მწყერაშვილი; ჩიტეიშვილი, მაისაშვილი, მირცხულავა, მეგრელიშვილი; ბუღრიძე, დობროლოვსკი (იონანიძე 65), ჩიკვაიძე, ლექვთაძე (კახაბრიშვილი 66); გაბედავა, მარკოზაშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“დილა” (4-3-3): ბეგაშვილი; კერელიშვილი (აშორტია 81), კვახაძე, ჩადუნელი (გოგიაშვილი 60), კორიფაძე; რაჟამაშვილი, რაზმაძე, ნონიკაშვილი (ლემპტი 70); ქავთარაძე, კოვტალიუკი, ლეანდრო რობეირო

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გოლები: 0:1 კოვტალიუკი (38), 0:2 ლეანდრო რიბეირო (52), 0:3 კოვტალიუკი (73)

გაფრთხილება: ჩიკვაიძე (12), ლექვთაძე (40), ბუღრიძე (67) – კვახაძე (13), რაჟამაშვილი (75)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111451