ფეხბურთი

18:07 | 12.05.2018 | ნანახია 341 - ჯერ

ივან რაკიტიჩი: "რომამ" არ იცის, როგორ დაამარცხა "ბარსელონა"

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა იტალიურ “რომასთან” მატჩი გაიხსენა და აღნიშნა, რომ “ჯალოროსის” ფეხბურთელებმაც არ იციან, როგორ დაამარცხეს ესპანური გრანდი.

“ასეთი გამართლების არ მჯერა. ვფიქრობ, თავად “რომას” ფეხბურთელებსაც არ იციან, როგორ დაამარცხეს “ბარსელონა”. ჩვენ პირველი თამაში 4:1 მოვიგეთ და შესანიშნავად ვითამაშეთ. ახლოს ვიყავით ნახევარფინალთან, მაგრამ შემდეგ მწარე დარტყმა მივიღეთ”, - უთხრა რაკიტიჩმა BeIN Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიის “ბარსელონა” “რომასთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დამარცხდა. ესპანელებმა პირველი მატჩი შინ 4:1 მოიგეს, მაგრამ მოულოდნელად სტუმრად 0:3 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:19 | 05.04.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

13:19 | 05.04.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

13:01 | 05.04.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

ფეხით წადით თქვე ჩემისებო...

0.068246
341