ფეხბურთი

17:40 | 12.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ღირსეული ნაბიჯი: "ფიორენტინა" დავიდე ასტორის შვილის მომავალს უზრუნველყოფს

ფლორენციის “ფიორენტინამ” აწ გარდაცვლილი კაპიტნის, დავიდე ასტორის მცირეწლოვანი შვილის, ვიტორია ასტორის სახელზე ფონდი გახსნა. რომელიც, ასტორის შვილის ეკონომიკურ უსაფრთხოებას გულისხმობს.

“საფეხბურთო კლუბი “ფიორენტინა” აცხადებს, რომ დაფუძნდა დავიდე ასტორის ფონდი, რომელის მიზნად ისახავს, რომ ხელი შეუწყოს პატარა ვიტორიას მომავლის უზრუნველყოფას ფინანსური თვალსაზრისით.

ამ ჟესტით ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ განვმარტავთ დავიდეს სახელის უკვდავყოფას გუნდის, გულშემატკივრებისა და ყველა იმ ადამიანების სახელზე, რომლებსაც დავიდე ასტორი უყვარდათ”, - ნათქვამია განცხადებაში.

პატარა ვიტორია დავიდე ასტორის ერთადერთი შვილია, რომელიც მას ფრანჩესკა ფიორეტისთან ქორწინებისგან დარჩა.

შეგახსენებთ, დავიდე ასტორი მიმდინარე წლის 4 მარტს, უდინეს ერთ-ერთ სასტუმროში მოულოდნელად გულის შეტევით 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.

0.11968