ფეხბურთი

13:21 | 12.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მომო სალაჰი: "ეს მხოლოდ დასაწყისია!"

ინგლისური “ლივერპულის” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი მადრიდის “რეალში” გადასვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ “ენფილდზე” ბედნიერია. ეგვიპტელი ფეხბურთელის თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია.

“აქ ჩემი პირველი წელია, რომელიც საოცარი გამოვიდა. ჩვენ შესანიშნავი სეზონის ჩავატარეთ და ჩემპპიონთა ლიგის ფინალში ვართ. დავამარცხეთ ევროპის რამდენიმე გამორჩეული კლუბი, “მანჩესტერ სიტი” და “რომა. მაგრამ, ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩემი მომავალი აქ არის – “ლივერპულში”.

ინგლისში თავს ბედნიერად ვგრძნობ და ყველაფერი კარგადაა. ახლა ჩვენ ორი მნიშვნელოვანი დაგვრჩა სეზონში. ჯერ პრემიერლიგა და მერე ფინალი კიევში”, - აღნიშნა სალაჰმა.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი “ლივერპულს” 2017 წელს შეუერთდა და მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

0.112895