ფეხბურთი

11:16 | 12.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ედერსონი გინესის რეკორდსმენია (+VIDEO)

“მანჩესტერ სიტის” ბრაზილიელი მეკარე ედერსონ მორაეში გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. სამხრეთამერიკელმა ბურთი ყველაზე დიდ მანძილე დაარტყა – 75.35 მეტრი.

გამოცდა “სიტის” საწვრთნელ ბაზაზე შედგა და ედერსონმა რეკორდი მესამე ცდაზე დაამხო.

შეგახსენებთ, ედერსონი “ქალაქელებს” გასულ ზაფხულს ლისაბონის “ბენფიკადან” შეუერთდა და ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიგო.

0.124123