ფეხბურთი

3:19 | 12.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მიროსლავ კლოზე "ბაიერნს" დაუბრუნდა

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი მიროსლავ კლოზე მიუნხენის “ბაიერნში” დაბრუნდა. როგორც “რეკორდმაისტერის” ვებგვერდი იტყობინება, 40 წლის კლოზე ამიერიდან “ბაიერნის” 17-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება. გერმანელმა, რომლისთვის ეს პირველი სამწვრთნელო გამოწვევაა, ჰოლგერ სეიცის პოსტი დაიკავა.

“მიროსთვის” “ბაიერნი” უცხო ადგილი სულაც არ გახლავთ, რადგან 2007-2011 წლებში “რეკორდმაისტერის” ღირსებას იცავდა და 149 მატჩში 53 გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა აქტიური საფეხბურთო კარიერა 2016 წელს, რომის “ლაციოში” დაასრულა.

0.121942