ფეხბურთი

23:47 | 11.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დანი ალვეშს მსოფლიოს ჩემპიონატი გაუცდება

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პსჟ-ს მცველ დანი ალვეშის გარეშე ითამაშებს. ვარაუდი გამართლდა და 35 წლის მცველის ტრავმა სერიოზული გამოდგა, რის გამოც კარს მომდგარი მუნდიალი გაუცდება.

დანიმ მუხლის ტრავმა საფრანგეთის თასის ფინალში “ლე ერბიესთან” (2:0) თამაშის დროს მიიღო. მიმდინარე სეზონში ვეტერანმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 41 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.

დანი ალვეშს მსოფლიოს ჩემპიონატზე აქამდე ორჯერ უთამაშია (2010 და 2014 წლებში). ბრაზილიის ნაკრები მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიას, კოსტა რიკასა და სერბეთის ნაკრებებს დაუპირისპიდება.

0.118004