ფეხბურთი

15:05 | 11.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილი: "არ უნდა მოვწყდეთ რეალობას და ოცნება უნდა ავიხდინოთ" (+VIDEO)

გიორგი პაპუნაშვილი “სარაგოსას” ძირითად შემადგენლობაში ბოლო პერიოდში სტაბილურად დამკვიდრდა. გასული თვე კი 22 წლის ჩვენებურის ესპანურ კარიერაში სულაც საუკეთესო გამოდგა. ორი გოლი გაიტანა და მაღალ დონეზეც ითამაშა. “ალმერიასთან” “ლა რომარედას” ინჩადამ ოვაციებით გააცილა.

ამასობაში “სარაგოსა” ლა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და არაგონელები მოწინავე ორეულში ვერ მოხვდებიან, მაგრამ შანსი აქვთ პლეი-ოფის გზით გაიკვლიონ გზა ლა ლიგამდე. “სარაგოსა” ამჟამად 62 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მესამე-მეექვსე ადგილოსნები სწორედ პლეი-ოფში ითამაშებენ და ერთი გამარჯვებული დაწინაურდება. პაპუნაშვილსა და მის გუნდს, სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩი 14 მაისს ელოდება, როდესაც “კადისს” ეწვევიან. ეს გუნდი კი მეექვსე პოზიციაზეა და ქულათა სხვაობა მხოლოდ სამს შეადგენს.

გიორგი ჟურნალისტებს შეხვდა და საინტერესო საკითხებზე ესაუბრა. პრესკონფერენციაზე ჩვენებურმა ქართულად ისაუბრა.

- როგორ გრძნობთ თავს?

- თავს ძალიან კომფორტულად და კარგად ვრგძნობ. მიხარია, ხომ გუნდს ვეხმარები წარმატებებში. ვფიქრობ, ფეხბურთელი ყოველთვის მზად უნდა იყოს, რომ გუნდს დაეხმაროს.

- თქვენთვის ალბათ ყველაზე გამორჩეული მატჩი “ალმერიასთან” იყო, როგორც თამაშის მხრივ, ისე გულშემატკივართა ემოციების გამო...

- ჩემთვის ეს ძალიან ამაღელვებელია და მინდა მადლობა გადავუხადო ასეთი თანადგომისთვის. აღფრთოვანებული და ბედნიერი ვარ.

- რას გრძნობთ, როდესაც მოედანზე გადიხართ და გულშემატკივართა ასეთ დამოკიდებულას ხედავთ?

- პირველ რიგში გეცვას “სარაგოსას” მაისური, ეს ამაღელევებელია და ამასთან ერთად, გახვიდე სტადიონზე, ითამაშო ასეთი პუბლიკისთვის, ჩემთვის მართლაც ძალიან ამაღელევებელია და ამიტომ, დიდი მადლობა.

- თითქმის 1 წელია, რაც უკვე აქ თამაშობთ. კმაყოფილი ხართ?

- დიახ, ძალიან კმაყოფილი ვარ. მინდა ჩემს თანაგუნდელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გუნდშია, გვერდში მიდგანან. ვფიქრობ ადაპტაცია დასრულებულია, მაგრამ ძალიან მეხმარებიან, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოვაჩინო.

- რა განსხვავებაა გერმანულ და ესპანურ ადაპტაციას შორის?

- ვფიქრობ, გერმანიაში ძალიან ახალგაზრდა წავედი, მაგრამ ამასთან ერთად მომიწია თამაში ძალიან დიდ პროფესიონალებთან. გერმანია ჩემთვის გამოწვევა იყო და დამეხმარა პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში.

- როგორ ფიქრობთ, მოიპოვებთ ლა ლიგის საგზურს?

- გული კარგს მიგრძნობს რა თქმა უნდა, მაგრამ არ უნდა მოვწყდეთ რეალობას. ვაკეთოთ ჩვენი საქმე მშვიდად და ბოლომდე. ის, რაც დასახული გვაქვს, ჩვენი ოცნება ავიხდინოთ.

- ახლოვდება “კადისთან” მატჩი...

- ვფიქრობ, ჩვენს ჩემპიონატში ნებისმიერ გუნდთან ადვილი თამაში არ არსებობს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავიღოთ, რომ გავიმარჯვოთ.

- მწვრთნელი ამბობს, რომ გიორგი პაპუნაშვილი “სარაგოსას” უკვე შეეწყო. თქვენ რას ფიქრობთ?

- გეთანხმებით, თავს კარგად ვგრძნობ. ყველანი მეხმარებიან, რომ თუნდაც პატარა ნიუანსები აღმოფხვრა დაა მადლობელი ვარ ამის გამო.

- ორ პოზიაცეზე თამაშობთ და რომელზე უფრო კარგად გრძნობთ თავს?

- ორივე პოზიციაზე კომფორტულად ვგრძნობთ თავს, მაგრმ გუნდს, სადაც დავჭირდები, იქ ვითამაშებ.

- თუ გამოარჩევდით რომელიმე თანაგუნდელს?

- არა, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და გამორჩევა ძალიან გამიჭირდება, რადგან თავს ყველასთან კარგად ვგრძნობ.

- უკვე იცნობთ ქალაქს, ესპანეთს...

- ძალიან მომწონს. ვგრძნობ ქუჩაში ხალხის სითბოს, ეს ძალიან დამეხმარა და ბედნიერი ვარ.

0.120227