1984. დაიბადა ანდრეს ინიესტა. ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ფეხბურთელი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. ევროპის 2008 და 2012 წლების ჩემპიონი. შეიყვანეს ტურნირების სიმბოლურ ნაკრებში.მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი (2009, 2011, 2015). 2006, 2009, 2011, 2015 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. ესპანეთის შვიდგზის ჩემპიონი (2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013, 2015). მოგებული აქვს ევროპისა (2006, 2009, 2015) და ესპანეთის (2006, 2007, 2009, 2013) სუპერთასები. 2009, 2012, 2015 წლებში დაეუფლა ესპანეთის თასს. ესპანეთის ნაკრების 107 მატჩში გაიტანა 13 გოლი. ერთი მატჩი ჩაატარა კატალონიის ნაკრებში.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1893. ფრანგმა ანრი დეგრანჟმა ველოსპორტში ფიქსირებული პირველი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 35,32 სარეკორდო დროში გაიარა.
1900. ჯეიმს ჯეფრისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ჯეიმსკორბეტი 23 რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1927. ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისის გუნდს 9:1 მოუგო.
1947. იტალიის საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს 3:2 სძლია. მატჩი უპირველესად იმითაა აღსანიშნავი, რომ “სკუადრა აძურას” სასტარტო შემადგენლობაში “ტორინოს” 10 მოთამაშე იყო.
1966. მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, ბრიუსელის “ეიზელის” სტადიონზე, 55 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ბელგრადის “პარტიზანი” 2:1 დაამარცხა და თასი მეექვსედ მოიპოვა. გოლები ამანსიომ, სერენამ და ვასოვიჩმა გაიტანეს. “რეალი”: არაგუისტანი, პაჩინი, დე ფილიპე, სოკო, სანჩისი, პირი, ველასკესი, სერენა, ამანსიო, გროსო. ჰენტო. ამ გამარჯვების შემდეგ, მადრიდელებს ჩემპიონთა თასის ორიგინალი სამუდამო მფლობელობაში გადაეცათ. “რეალს” მიგელ მუნიოსი წვრთნიდა.
1968. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მურთაზ ხურცილავამ. ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში საბჭოთა ნაკრებმა უნგრეთს 3:0 მოუგო (პირველიშეხვედრა მადიარებმა 2:0 იმარჯვეს) და კონტინენტის პირველობის დასკვნით ეტაპზე ასპარეზობისუფლება მოიპოვა. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო ხურცილავა გახლდათ, რომელმაც 59-ე წუთზე გოლიც გაიტანა.
1977. “ჰამბურგმა” თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, ამსტერდამის ოლიმპიურ სტადიონზე, 66 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ბრიუსელის “ანდერლეხტს” 2:0 მოუგო და საპატიო პრიზი მოიპოვა. გოლები ფოლკერტმა (პენ.) და მაგათმა გაიტანეს. “ჰამბურგი”: კარგუსი, კალცი, რიპი, ნოგლი, ჰიდიენი, მემერინგი, მაგათი, კელერი, შტეფანჰაგენი, რაიმანი, ფოლკერტი.
1983. შოტლანდიის “აბერდინმა” თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, გეტებორგის “ულევის” სტადიონზე 17 800 მაყურებლის თანდასწრებით, მადრიდის “რეალი” 2:1 დაამარცხა. გოლები ბლეკმა, ჰიუიტმა (“აბერდინი”) და ხუანიტომ (პენ.) გაიტანეს. “აბერდინი”: ლეიტონი, რუგვიე, მაკლიში, მილერი, მაკმასტერი, კუპერი, სტრაჩანი, სიმპსონი, მაკგი, ბლექი (ჰიუიტი), უეირი. გუნდს ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა. “რეალი”: აგუსტინი, ხუან ხოსე, მეტგოდი, ბონე, კამაჩო (სან ხოხე), ანხელი, გალიეგო, შტილიკე, ისიდრო (სალგუერო), ხუანიტო, სანტილიანა.
1984. იოჰან კრუიფმა ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა. იმხანად ის “ფეინოორდში” თამაშობდა.
1985. ბრედფორდში იქაური “სიტისა” და “ლინკოლნის” ინგლისის მესამე (ამჟამინდელი მეორე) ლიგის საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას გაჩენილმა ხანძარმა 56 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 200 გულშემატკივარი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
1988. ბელგიის “მეხელენმა” თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, სტრასბურგში, 40 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ამსტერდამის “აიაქსი” 1:0 დაამარცხა. გოლი დენ ბოერმა გაიტანა. “მეხელენი”: პრიუდომი, კლიისტერსი, სანდერსი, რუტიესი, დეფერმი, ჰოფკენსი (ტეუნისი), ემერსი, ე. კუმანი, დე ვილდე, დენ ბოერი, ოჰანა. “აიაქსი”: მენზო, ბლინდი, ვოუტერსი, ლარსონი, ვერლაატი (მეიერი), ვან სხიპი (ბერგკამპი), ვინტერი, მიურენი, სხოლტენი, ბოსმანი, ვიჩგე.
1994. უეფა-ს თასის გათამაშების ფინალის განმეორებით მატჩში, “ინტერმა” მილანის “სან სიროზე” 80 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ზალცბურგის “კაზინო” 1:0 დაამარცხა (პირველი შეხვედრა “ინტერმა” ანალოგიური ანგარიშით მოიგო) და საპატიო ჯილდო დაისაკუთრა. გოლი იონკმა გაიტანა. “ინტერი”: ძენგა, ა. პაგანინი, ფონტოლანი (ფერი), იონკი, ბერგომი, ბატისტინი, ორლანდო, მანიკონე, ბერტი, ბერგკამპი (მ. პაგანინი), სოსა.
2001. “მილანმა” “მადონინად” წიდებულ მილანურ დერბიში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება მოიპოვა. “როსონერიმ” “ნერაძურის” 6:0 სძლია.
2005. ჩილეს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩში, “ესპანიოლას” გოლკიპერმა იგნასიო გონსალესმა არბიტრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც მოედანზევე დააპატიმრეს, მოგვიანებით კი, მას 50 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
2006. ტურინის “იუვენტუსის” დირექტორთა საბჭო სრული შემადგენლობით გადადგა, რისი მიზეზიც, იმსატელეფონო საუბრების გახმაურება გახდა, რომლებიც კლუბის ხელმძღვანელობას ფინანსურმაქინაციებსა და მსაჯობის მოსყიდვაში ადანაშაულებდა.
2008. “მანჩესტერ იუნაიტედმა” “უიგანი” დაამარცხა და მეჩვიდმეტედ გახდა ინგლისის ჩემპიონი. კრიშტიანუ რონალდუმ სეზონის 41-ე გოლი გაიტანა, რაიან გიგზმა კი მანჩესტერელთა რიგებში 758 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით სერ ბობი ჩარლტონს გაუთანაბრდა.
2008. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად Oოთხი წლის ვადით გრიგოლ ცაავა აირჩიეს.
2009. ყინულის ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსეთმა ბერნში კანადას 2:1 მოუგო დატიტული შეინარჩუნა.
2010. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე მოჭადრაკე მამაკაცთა მსოფლიოს ჩემპიონატისმატჩში ინდოელმა ვიში ანანდმა მასპინძელი ვესელინ ტოპალოვი 6,5:5,5 დაამარცხა და ტიტულიშეინარჩუნა.
ამ დღეს დაიბადნენ
1905. პედრო პეტრონე. გასული საუკუნის 20-იანი წლების ურუგვაის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონი. 1924 და 1928 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. სამჯერ გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ურუგვაის ნაკრების 28 მატჩში გაიტანა 24 გოლი. ურუგვაის სამგზის ჩემპიონი.
1925. მაქს მორლოკი. გერმანელი ფეხბურთელი. 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. შვეიცარიის მუნდიალის 5 მატჩში გაიტანა 6 გოლი, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. საკლუბო დონეზე გამოდიოდა ბავარიულ “ნიურნბერგში”. გფრ-ის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1961 წელს დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად. მორლოკი “ნიურნბერგის” საპატიო პრეზიდენტია.
1937. რომა გიუტაშვილი. პლანეტის ყველაზე მაღალი მწვერვალისევერესტისდამლაშქრავიპირველიქართველი ალპინისტი. სანკტ-პეტერბურგელ მთამსვლელებთანერთად,გიუტაშვილმაევერესტზეფეხი 1991 წელს შედგა. სასიმაღლო-ტექნიკურ ხაზში საბჭოთაკავშირისჩემპიონი (1979) დამრავალგზისპრიზიორი. 5-5 ჯერ ავიდა კომუნიზმის, ლენინის,კოჟენევსკაიას პიკებზე. იყო მრავალიექსპედიციისხელმძღვანელი ტიან-შანისა და პამირისმთებში. რომა გიუტაშვილს “თოვლისჯიქი” შეარქვეს.
1940. რობერტო მატოსასი. ურუგვაის ნაკრების მცველი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. დაასახელეს მექსიკის მუნდიალის საუკეთესო მცველად. ლიბერტადორესის (ორჯერ) და საკონტინენტთაშორისო თასების მფლობელი. ურუგვაის ხუთგზის ჩემპიონი.
1943. ნენსი გრინი (კანადა). გიგანტურ სლალომში 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1947. ვერა განჟენკო. საბჭოთა ფრებურთელი. 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონი (1970).
1951. მაიკ სლემანი. ლეგენდარული ინგლისელი რაგბისტი.
1967. კენეტ გულდი. კრივში 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1967. გარსია ასპე. 1989-2002 წლებში გამოდიოდა მექსიკის ნაკრებში დამ ის რიგებში ჩაატარა 109 მატჩი, გაიტანა 21 გოლი. 1999 წელს მოიპოვა კონფედერაციათა თასი. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე.
1978. ვიდას გინევიჩუსი. ლიტვის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი (194 სმ).
1984. დაიბადა ანდრეს ინიესტა. ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ფეხბურთელი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. ევროპის 2008 და 2012 წლების ჩემპიონი. შეიყვანეს ტურნირების სიმბოლურ ნაკრებში.მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი (2009, 2011, 2015). 2006, 2009, 2011, 2015 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. ესპანეთის შვიდგზის ჩემპიონი (2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013, 2015). მოგებული აქვს ევროპისა (2006, 2009, 2015) და ესპანეთის (2006, 2007, 2009, 2013) სუპერთასები. 2009, 2012, 2015 წლებში დაეუფლა ესპანეთის თასს. ესპანეთის ნაკრების 107 მატჩში გაიტანა 13 გოლი. ერთი მატჩი ჩაატარა კატალონიის ნაკრებში.