ფეხბურთი

21:00 | 10.05.2018 | ნანახია NaN - ჯერ

თურანი მკაცრად დასაჯეს

"ბაშაკშეჰირის" ნახევარმცველი არდა თურანი მსაჯზე თავდასხმის გამო 16-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. აღნიშნული ინფორმაცია Ntvspor.net-მა გაავრცელა.

ინციდენტი თურქეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩში მოხდა, როდესაც არდას გუნდი "სივასფორს" ხვდებოდა. 94-ე წუთზე თურანი გვერდითა არბიტრს მივარდა და ჯარიმის არდაფიქსირების გამო ხელი კრა. ამის გამო მთავარმა მსაჯმა თურქი მოედნიდან გააძევა.

აქედან გამომდინარე, ნახევარმცველი, რომელიც "ბარსელონას" საკუთრებაა და "ბაშაკშეჰირში" იჯარის წესით თამაშობს, თურქეთის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება მომავალი სეზონის მე-15 ტურიდან შეეძლება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:57 | 21.01.2016
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

14:03 | 21.01.2016
cicerona (436)

ქართული წარმოსობის რუსეთის წარმომადგენელია წიკლაური და არა რუსი

0.082782