ფეხბურთი

18:59 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნი ევროპას ემშვიდობება

ლივერპულის “ევერტონის” თავდამსხმელი უეინ რუნი სამშობლოში ტოვებს. Sky Sports-ის ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში, MLS-ის ბინადარ “დი სი იუნაიტედში” გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და ინგლისელი ფეხბურთელი ზაფხულიდან ოკეანის გაღმა გადაინაცვლეს. “ევერტონი” რუნის სანაცვლოდ 12 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს, ხოლო თავდამსხმელის პირადი გასამრჯელოს ოდენობა არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ უეინ რუნი მშობლიურ “ევერტონს” 13-წლიანი განშორების შემდეგ გასულ ზაფხულს დაუბრუნდა. “გუდისონ პარკზე” ინგლისელმა გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 10 გოლის გატანა შეძლო.

0.116495