ფეხბურთი

17:10 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "მილანს" ჩემპიონის მენტალიტეტის მქონე 4 ფეხბურთელი სჭირდება"

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო ზაფხულში კლუბის ხელმძღვანელობას აქტიურობისკენ მოუწოდებს. ახალგაზრდა სპეციალისტის განცხადებით, “როსონერის” აუცილებლად სჭირდება გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე ოთხი ფეხბურთელი.

“თავდამსხელი გვჭირდება. ასევე გვაკლია გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებმაც დამარცხების შემდეგ იციან გაზრდა. უნდა მოვძებნოთ ხალხი, რომლებიც გასახდელში ფეხბურთისთვის საჭირო ატმოსფეროს შექმნიან. “მილანს” გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე 4 ფეხბურთელი სჭირდება. ჩვენ ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, მაგრამ სრულყოფილებისთვის ეს აუცილებელია”, - განაცხადა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ “მილანმა” იტალიის თასის ფინალში “იუვენტუსთან” 0:4 წააგო და ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა სერია A-დან მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110736