“ბოკა ხუნიორსი” არგენტინის ჩემპიონია. გილერმო ბაროს სკელოტის გუნდმა სუპერლიგის გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ზედიზედ მეორე ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა.
“ბოკა” “ხიმნასია ლა პლატასთან” სტუმრად მხოლოდ ფრეს (2:2) გამორჩა, მაგრამ მდევარ “გოდოი კრუზს” 4 ქულით გაასწრო და ბუნებრივია ეს სხვაობა ერთი ტურისთვის აღმოუფხვრელია.
“ბოკა ხუნიორსი” ისტორიაში 33-ედ გახდა არგენტინის ჩემპიონი და ამ მხრივ მას მხოლოდ თანაქალაქელი “რივერ პლეიტი” აღემატება, რომელსაც 36-ჯერ აქვს მოპოვებული არგენტინის ჩემპიონობა.