ძიუდო

13:23 | 10.05.2018 | ნანახია 2789 - ჯერ

ძიუდოისტებმა ფედერაციის ყრილობა დატოვეს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრების გარეშე გრძელდება. ისინი მინისტრის განცხადების შემდეგ სასტუმრო „ბილტმორში“ მივიდნენ ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილისთვის შეკითხვების დასასმელად, მაგრამ ჯერ დაცვა დარბაზში არ უშვებდა, შემდეგ კი მაინც მოახერხა ერთმა ჯგუფმა ყრილობაზე შესვლა, თუმცა დარბაზი ხუთიოდ წუთში დატოვეს.

ჟურნალისტებს კი უთხრეს, რომ სხდომაზე დასწრებას აზრი არ ჰქონდა, რადგან მათი აზრის მოსმენა ქევხიშვილის მიერ შეკრებილ დელეგატთაგან არავის სურდა.

ძიუდოისტები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით კანონის ფარგლებში ბრძოლას არ წყვეტენ. შემდგომი ნაბიჯების შესახებ კი განცხადებას უახლოეს მომავალში გაავრცელებენ.


კომენტარები (41)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:00 | 11.05.2018
arsena8 (731)

თუ დაუმტკიცდა და თუ მართალია, რას ნიშნავს ? საპრიზო თანხები ხალხს არ მიუღიათ, ვინც მიიღო იმასაც უკან მიატანიეს თავის მწვრთვნელებიანად, რაღა დამტკიცება უნდა!? ეს ხალხი კი არ იმალებიან ან რამე დამალული ინფორმაცია კი არ არის , ეს ყველამ იცის ყველა ასაკობრივი ნაკრების თუ ქალთა ნაკრების წევრები და მწვრთვნელები ამაზე ღიად ლაპარაკობენ . იმაზე რაღა უნდა თქვა, რომ ამდენი სხვადასხვა ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენი აყროლებულ და გასარემონტებელ დარბაზში ვარჯიშობ.ისე პრემიები როგორია ფედერაციაში?

23:00 | 10.05.2018
BEERTRANCE (97819)

ტაშI კუკური ტატამია ტატამი.

22:09 | 10.05.2018
fidofido (3392)

სიტუაცია ნამეტანი დაიძაბა. ლიპო რასაც ამბობს თუ შეუძლია დამტკიცება საკმაოდ მძიმე ბრალდებაა ამას ყველაფერს კარგი დასასრული არექნება მგონი

21:42 | 10.05.2018
haudi (1058)

რა შუაშია აქ ლიპოს და ჭრიკის შედეგები და ამითი აპელირება. (სულ რო ძიუდოისტები არ იყვნენ რაა მერე რო? საკმაოდ მძიმე ბრალდებებია და პასუხი უნდა გასცეს ფედერაციამ ადექვატური ოღონდ! ისეთი კი არა აქ რო კომენტარები იდება წადი ბიძია იჭიდავე და ეგეთები.

21:34 | 10.05.2018
haudi (1058)

stripslashes((strlen('https://popsport.com/article/3437-atkatebi-khelpasebidan-da-premiebidan-lipartelianma-mdzime-braldebebi-gaazhghera')>0?'https://popsport.com/article/3437-atkatebi-khelpasebidan-da-premiebidan-lipartelianma-mdzime-braldebebi-gaazhghera':'https://popsport.com/article/3437-atkatebi-khelpasebidan-da-premiebidan-lipartelianma-mdzime-braldebebi-gaazhghera'))

20:55 | 10.05.2018
mst (1810)

თუ ქევხიშვილს დაუმტკიცდა ის რასაც ლიპო ლაპარაკობს და მე მჯერა რომ კაპიტანი ჰაერზე არ ისვრის სიტყვებს,მაშინ სამართალდამცავები უნდა ჩაერთონ საქმეში,ისე თავის დროზე ხაბარელიც იმიტომ მოკვეთეს ნაკრებიდან რომ ბიჭებს ფულს უტეხავდა

21:13 | 10.05.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

რას ამბობს? კი ვერ მოვისმინე ვერსად რა პრეტენზიები აქვთ

20:49 | 10.05.2018
iceman (2988)

მთლიანობაში ვფიქრობ რომ ალბათ ქევხიშვილსაც ქონდა რაღაც შეცდომები და არასწორი მიდგომები თუმცა არა ისეთი რომ ასეთ რადიკალურ მოთხოვნებამდე მისულიყო საქმე, და კარგი იქნება შერიგდებიან, დაილაპარაკებენ და შეცდომებზეც ღიად ისაუბრებს იგივე ქევხიშვილი

20:46 | 10.05.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

ახალი ნაკრები როგორ უნდა შექმნა? რამდენ წელში? ახალი ფედერაციის შექმნა ჯობია

20:45 | 10.05.2018
iceman (2988)

თუ ქევხიშვილს დარღვევები აქვს ეს სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ მაგრამ მე რიგით გულშემატკივარს მრჩება შთაბეჭდილება რომ აქ პრობლემა ისაა რომ ქევხიშვილის ხედვა არ ემთხვევა გაფიცულების ხედვას, ანუ ქევხიშვილი როგორც ჩანს აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს ბოლო დროს რასაც არ ეთანხმებიან გარკვეული საკმაოდ დიდი ჯგუფი. შეიძლება ვიკამათოთ იმაზე ამოწურეს თუ არა თავისი თავი ლიპომ, ჭრიკიმ და მათმა მომხრეებმა და მე პირადად მიმაჩნია რომ თუ იმ ენერგიას რასაც ახლა გაფიცვაზე ხარჯავენ ჭიდაობისკენ მიმართავენ მათ კიდევ შეუძლიათ დიდი შედეგის დადება მაგრამ ეს არაა საკმარისი მიზეზი იმისათვის რომ ასეთ რადიკალიზმზე წასულიყვნენ

20:38 | 10.05.2018
iceman (2988)

ზოგადად ისიც არასწორი იყო რომ გაიძახიან ყველა ძიუდოისტი ჩვენს მხარესააო, თან მრჩება შთაბეჭდილება რომ ზოგ ნეიტრალურად განწყობილ ძიუდოისტს რაღაცნაირად უხერხულში ამყოფებენ და ქვეცნობიერად აიძულებენ რომ მათ მხარეს დადგნენ, ისე გამოყავთ რომ მათ მხარეს თუ არა ხარ ტეხავს, არადა დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრია რომელიც ქევხიშვილს ემხრობა და კიდევ უფრო მეტი რომელიც არცერთს არ ემხრობა უბრალოდ ვარჯიში და თავისი სიძლიერის ტურნირებზე დამტკიცება სურს

20:57 | 10.05.2018
G.G.G (346)

ძაან სუსტად და სულელურად ააგეს თავიანთი "პროტესტ კამპანია" გამოდი რო თურმე მთელი ნაკრები Lიპო, ჭრიკი, და ადამა ყოპილა... და მაგათ უნდა მოერგოს მთელი ბიუჯეტი და ფედერაცია.
მართლა სად არიან 2-3 ნომრები? ესეთი იერარქია მაგრდ თეხავ. და ამ იერარქიაში თავიანთი პოზიციები გამაგრებას ყველანაირად ცდილობენ. ეს უცხოელი ძიუდოისტების ჩართვის გამო მოვკვეთავდი ნაკრებიდან მარტო ამათ.

ვისაც ძიუდო მეტ ნაკლებად იცი კარგად მოეხსენება რომ პირველი ნომრობით აპელირება საზოგადოებაში სიცრუის პროპაგანდაა ლიპოს მხრიდან.
რეიტინგი არ ასახავს სიმარტლეს და ეს კარგად იცის ლიპომ და ტეხავს ამით აპელირება.

21:14 | 10.05.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

რა პოზიციების გამყარებას? მსოფლიო რეიტინგშია ეს ხალხი პირველი. რა აქვთ დასამტკიცებელი?

22:02 | 10.05.2018
lagashi (6738)

წელიწადში 6-7 გრანპრიზე ან გრანსლემზე რომ გამოხვიდე და მესამე და მეხუთე ადგილებზე რომ გადიოდე, წლის ბილოს შეიძლება ათეულში იყო, აი ერთ ოქროს და ერთ-ორ ვერცხლს თუ დადებ, ჩათვალე რომ სამეულში ან ხუთეულში ხარ

21:28 | 10.05.2018
G.G.G (346)

ტყუილია ეგ მსოპლიო რეიტინგები და მაგას ვამბობ. და მგონი რომ შენც კარგად იცი რომ ეგ რეიტინგები რეალობას არ ასახავს.

21:30 | 10.05.2018
G.G.G (346)

რათქმაუნდა არ ვგულისხმობ რომ ლიპო მისი მომხრეები ცუდი სპორცმენები არიან. პირიქით!
უბრალოდ ტუ რამე შეიძლებოდა შეცვლილიყო ფედერაციაში თავიანთი ქმედებით შეუძლებელი გახადეს ეს ცვლილებები.

20:07 | 10.05.2018
judoge (107)

Tandatan kargaven momxreebs

20:06 | 10.05.2018
judoge (107)

Ususuri chamonatvali warmoadgines

17:50 | 10.05.2018
fidofido (3392)

არვარჯიშობენ თურმე ვის რას აკლდება მაგით მონღოლ ყაზახ თუ იაპონელ ძიუდოისტებს? ივარჯიშე და აპროტესტე თან. ნუგამოხვალ შეჯიბრებებზე. ადამას რო კიდე რამე ექნება სათქმელი ტიპი ბლუთუზით ძლივს სუნთქავს სადაც გამოვიდა ყველგან აგორავებენ ბურთივით. მადლობა იმ სიხარულისთვის რაც ჩვენ გულშემატკივრებს მოგვანიჭეთ მაგრამ ასეთი საქციელი არ შეგშვენით.

17:46 | 10.05.2018
fidofido (3392)

ეს პირევლი ნომრები როგვყავს გაღმერთებული იმიტომაცაა შედეგები ასეთი. კონკურენციის გარეშე სპორცმენი რეგრეს განიცდის მაგის თვალსაჩინო მაგალითი თვითონ ჭრიკიშვილია. მსოფლიოს მერე დაეშვა მისი კარიერა დაღმა

17:44 | 10.05.2018
fidofido (3392)

შე გენაცვალე ლოგიკის ეტალონი თუ ქევხიშვილს მომხრეები ჰყავს ლიპო დ აძმანი მისნი მართლები არიანო და რო ვაგინოთ ქევხიშვილს ლიპო და მსი გუნდი მტყუანები იქნებიან? აი ასეთი ლოგიკა აზარალებს საერთო საქმეს. ლიპოს და სხვებსაც ვინც მაგ მიტინგზეა გამოსულიყვნენ ევროპაზე რო ჩაიკუკეს მაგაზე ბოდიში მოეხადათ გულშემატკივრისთვის და მერე მოეთხოვათ პასუხი ყრილობიდან გაქცევით მათ უსუსრობას გაუსვეს ხაზი. ქევხიშვილი რომც 100 % მტყუანი იყოს მაგ ყრილობის მერე აჭანყებულთა ავტორიტეტი მინიმუმ შეირყა

17:41 | 10.05.2018
ალექსანდრე (6188)

რას ქვია ვერ ვიტყვითო? მეტი რაღა უნდა ეთქვათ: თანხებს არამიზნობრივად ხარჯავსო, საკუთარ კლუბს აფინანსებსო, ხოლო ჩვენ ჩვენი ფულით დავდივართ შეჯიბრებებზეო. ოღონდ ეს ყველაფერი ჰაერზეა ნათქვამი ყოველგვარი დასაბუტების გარეშე. პატარა ძიუდოისტებს ამუჟუჟებს და ისე მიირთმევსო ამას თუ მალავენ არ ვიცი.

17:37 | 10.05.2018
ალექსანდრე (6188)

ეხლა რა გამოდის, რომ აქამდე რასაც ამბობდნენ წმინდა წყლის დემაგოგია იყო? ამ გაქცევით კი რას უშველი? ხდება ასეთი რაღაცეებიც და ჩვენ ამას დავივიწყებთ თუ ხვალიდანვე თავჩაღუნულ ვარჯიშს შეუდგებიან. მიტინგებს და ქუჩას არასდროს მოუტანია საქართველოსთვის სიკეთე და არც ეხლა მოგვიტანს.

17:34 | 10.05.2018
oranje (207)

არგუმენტებს ვერ ვხედავთო რო წერთ, ნაწილი ითქვა ნაწილს საჯაროდ არ ვიტყვითო. რა კრიშა ყავს ამნაირი რო ვერ ელევიან.

17:32 | 10.05.2018
oranje (207)

როგორც ეტყობა ქევხიშვილს ბევრი ფანი ყავს ფორუმზე ))) copy-paste-ებით ერთნაირ პოსტებს რომ უძღვნით თემას.
სულ რომ მართალი იყოს პრეზიდენტი ძიუდოისტებს არ უნდათ (არც ახალგაზრდულს, არც ქალებს) და რა ჩემი ფეხები გინდა წადი რა დაისვენე. უზნაძეს რო გაუშვებ შედეგების პიკზე მხოლოდ ეგ კმარა პასუხის მოსათხოვათ.

17:26 | 10.05.2018
ალექსანდრე (6188)

მე მინდდა და და წავიდესო, ეგრე არ გამოვა, თუ დასაბუთება არ შეგიძლია, არც ჭორის დონეზე არ უნდა ილაპარაკო. როგორი საწყენიც არ უნდა იყოს ლიპოს კამანდისათვი ნათლად ჩანს რომ ქევხიშვილი მათთან შედარებით უფრო მაღალი განათლებისა და ერუდიციის მქონეა და არც სისულელეს არ გააკეთებდა, რომ ამათ რაიმე სერიოზული არგუმენტი დაუდონ. 2 წლის წინანდელი არიყოს, ვაი! 1 დღით გათბობა არასაკმარისი იყო დარბაზში და ერთი ამბავი ატეხეს. რბილად რომ ვთქვათ არ არის ასეთი ქცევა ლამაზი და კაცური და არ უნდა იკადროს ახალგაზრდამ ასეთი ქმედება.

16:48 | 10.05.2018
პანტელეიმონი (4347)

სამწუხაროდ ლიპომ, ჭრიკიმ და ბიჭებმა გამარჯვებებით მოპოვებული ავტორიტეტი გაუაზრებელი და არაარგუმენტირებული პრეტენზიების წამოყენებას გადააყოლეს?

მათთვის ღირსეული გამოსავალი ერთია: ხვალიდანვე შეუდგნენ ვარჯიშს და ტატამზე აღიდგინონ შერყეული ავტორიტეტი ! ! !

16:40 | 10.05.2018
fidofido (3392)

ლიპარტელიანის ინტერვიუს მოვუსმინე მარტო შავი და მარგველაშვილი რატო გაუშვეს შეკრებაზეო. თქვენ აპროტესტებთ არვივარჯიშებთ მონაწილეობას არმივიღებთ ტურნირებშიო და ვისაც სურვილი ჰქონდა ისინი გაუშვეს და რაღა პრეტენზია გაქვს? ქევხიშვილმა დაამტკიცოს თავისი სიმართლე და მერე უნდა გადადგეს თორე ეხლა თუ გადადგა მერე ნახე ამათი თავზე გადა..მა. ახალ პრეზიდენტს და მწვრთნელს ატარებენ თავიანთ ჭკვაზე

16:38 | 10.05.2018
fidofido (3392)

ვენებს იჭრიდე ყრილობა დანიშნეთო დანიშნეს და მერე იქიდან გამორბოდე ეს იმას ნიშნავს რომ ხალხის პროვოცირებას ცდილობ ყვირხარ მჩაგვრავენ მავიწროვებენ როცა იკრიბება ხალხი საქმის მოსასმენად მაშინ კი გარბიხარ. ლიპარტელიან კაპიტანი ხარ კაპიტანს რაც მოეთხოვება ის შეასრულე გაიფიცეე? მიდი დაესწარი დასვი კითხვები მოისმინე პასუხი შე დალოცვილო რას გარბიხარ გაბუტულ ბავშვივით?

16:35 | 10.05.2018
fidofido (3392)

ესეგი ლიპარტელიან-ჭრიკიშვილის დუეტმა ნათელ-მირონობამ იძალა ჭრიკი როგორც ძიუდოისტი უკვე გვამია. მაგას შანსი არაქვს 90 -ში. ჯერ კიდევ 81 შიც ბოლო წლებშიც უღიმღამოდ გამოიყურებოდა ღირებული აღარაფერს აკეთებდა ძველი ჭრიკიშვილის აჩრდილიღა იყო. ქევხიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა თუ დადებთ კარგს იზამთ.

16:26 | 10.05.2018
judoge (107)

თუ ვერ ამტკიცებ რამეს ეგრე გამოდის

15:43 | 10.05.2018
KritikosiVanga (413)

თურმე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები მტყუანები არიან და ერთი კაცი, მაჟორიტარი ფულის მჭამელი მართალია. თურმე ძიუდოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჩამოსაწერია და ფედერაცია სწორი გზით მიდის )) 4 წლის წინ ზუსტად იგივე მოხდა სხვა ფედერაციაში ოღონდ მეტი რადიკალიზმით და მაშინ ნაციონალები მართავდნენ თურმე ეხლა "რაღაცა" ჯგუფი მართავს )) ეს ცალ თვალში გამოხედვა როდის უნდა მორჩეს,როდემდე უნდა იყოთ ციკლოპები. რა თქმა უნდა გადადგება,რა თქმა უნდა ფულს ჭამს,მარა სახეს შეუნარჩუნებენ

15:32 | 10.05.2018
judoge (107)

Dokumenturad daamtkicon vinaa martali an mtyuani da mosakveti moikvetos sportida da mosaxsneli moixsnas tanamdebobidan ogond mtkicebulebebi unda daidos :-)

15:29 | 10.05.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

როგორც ჩანს ეს ამბავი მშვიდობიანად ვერ დასრულდება. არავინ არაფერს დათმობს და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სპორტში ჩინოვნიკებიან-ძიუდოისტებიანად ნავარჯიშები ხალხია ყველა, ალბათ მამა-პაპურ დაკადაკაში გადაიზრდება დაპირისპირება. ნუ, კაკ მინიმუმ კვერცხების სროლასა და გინებაში მაინც...
მერე კი ყველას თავისთავად ამოგვიტივტივდება გონებაში შესანიშნავი ქართული ტერმინი "კუნთმაგარი გონებაჩლუნგი" ბევრს კი სწყინს ეს, მაგრამ სიმართლე სიმართლეა

15:16 | 10.05.2018
lagashi (6738)

არ ვარ ქევხიშვილის ფანი, მეტიც, არანაირი შეხება არ მაქვს ფედერაციასთან და ძიუდოსთან, გარდა იმისა რომ ერთი რიგითი გულშემატკივარი ვარ, მითქვია და ვიმეორებ რომ ქევხიშვილის გაჯიუტებას აზრი არ აქვს, ჯობია წავიდეს სახლში, მაგრამ რა ამბავიც აგორდა ეს ნამდვილად ვერ მოგვიტანს სიკეთეს, სპორტული რეჟიმიდან გადასვლას არასდროს მოჰქონდა სიკეთე, ამ ბუნტში კი ჩართულია თითქმის მთელი ნაკრები, ახალგაზრდული გუნდი, ქალთა ნაკრები, ნუ სანამ ეს ამბები ჩაცხრება, ჩავთვალოთ რომ ეს სეზონი ჩავარდნილია. უცხოელებს ალბათ ეცინებათ ჩვენზე, ამით ვის ადგება ზიანი? ქართულ ძიუდოს და გულშემატკივარს. ეს კი კარგად უნდა გაენალიზებინა ლიპოს და მისი ესეოდენი დიდი და დადებითი ავტორიტეტი სხვა საქმისთვის უნდა შემოენახა.

16:30 | 10.05.2018
პანტელეიმონი (4347)

რომელ ავტორიტეტზეა ლაპარაკი? რომელიც გაუაზრებელი და არაარგუმენტირებული პრეტენზიების წამოყენებას გადააყოლეს?

მათთვის ღირსეული გამოსავალი ერთია: ხვალიდანვე შეუდგნენ ვარჯიშს და ტატამზე აღიდგინონ შერყეული ავტორიტეტი ! ! !

16:47 | 10.05.2018
lagashi (6738)

როგორ არ მინდა ვინმეს ქევხიშვილის დამცველი ვეგონო მაგრამ ისეთი უსუსური ბრალდებები ისმის მის წინააღმდეგ რომ რავიცი რა... ჯერ ერთი, ბოლობოლო მარგველაშვილის, შავდათუაშვილის, ღვინიაშვილის და თუშიშვილის აზრი საჯაროდ დაფიქსირდა თუ არა?! ესენი 4 წონის ლიდერები არიან. აქაოდა თბილისის გრანპრიზე წელს უცხოელები არ ჩამოვიდნენო, არადა ხანდახან გრანდსლემებზე არ იკრიბება ხალხი და თუ თბილისის გრანპრიზე არ ჩამოვიდნენ უვხოელები ეგ მაინცდამაინც ფედერაციის ბრალი იყო?! ამბობენ ეგ კაცი ფედერაციის ფულს თავის პირად დარბაზში ხარჯავსო, აქ თუ დანაშაული იკვეთება, მთლად ჩალით ხომ არ არის ქვეყანა გადახურული რომ შესაბამისმა ორგანოებმა ყური არ დაუგდონ ვინმეს საჩივარს?! გაახალგახრდავების პროცესი აუცილებლად უნდა დაწყებულიყო და ამის არ დანახვა როგორ შეიძლება არ მესმის.

17:16 | 10.05.2018
ალექსანდრე (6188)

ჩვენს გრანპრიზე მეტი ხალხი ჩამოვიდა ვიდრე რუსეთის მასტერსზე

16:57 | 10.05.2018
პანტელეიმონი (4347)

ქევხიშვილს მეგობარო, მისივე განხორციელებული წარმატებული და ხელშესახები რეფორმები იცავენ. ნეიტრალურ გულშემატკივარს მხოლოდ ის შეგვიძლია სწორედ შევაფასოთ და გავაანალიზოთ მოვლენები და არ წამოვეგოთ მანიპულაციებს როგორი სახელოვანი და ჩვენთვის ძვირფასი პიროვნებებისგან არ უნდა მოდიოდეს ის.

15:14 | 10.05.2018
judoge (107)

ხო მაგრამ რომ წავიდეს რას სთავაზობს ლიპარტელიანი ძიუდოისტებს იაპონიაში წავა ზბორზე და ვსო აღსდგა სამართლიანობაა

16:20 | 10.05.2018
პანტელეიმონი (4347)

15:14 | 10.05.2018
KritikosiVanga (413)

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი უნდა იყოს ძიუდოისტების ინტერესების დამცველი შიდა თუ გარე ასსპარაზზე. მე აქ მხოლოდ საკუთარი ჯიბის ინტერესების დაცვას ვხედავ...

15:21 | 10.05.2018
lagashi (6738)

არამარტო ძიუდოისტების არამედ ძიუდოს დამცველი, ერთი რაც გარედან ჩანს, ის არის რომ ქევხიშვილს სურდა აქცენტი ახალგაზრდებზე უნდა გაკეთებულიყო, ვფიქრობ ეს ქართული ძიუდოს ინტერესებში უნდა შედიოდეს და არავისთვის უნდა ყოფილიყო მიუღებელი.

15:02 | 10.05.2018
valeri8848 (2622)

მართალია ტუ მტყუანი ფაქტია სიტუაციას ვერ აკონტროლებს და ასე გაგრზელება არ შეიზლება, ადრე თუ გვიან მაინც წასვლა მოუწევს,ჯობია წავიდეს, მწვრთნელი გუნდმა თუ არმიიღო რა აზრი აქვს მისი სიმართლის დამტკიცებას

14:38 | 10.05.2018
judoge (107)

უკვე მეც მაგ აზრზე ვარ რომ არ უნდა წავიდეს ქევხიშვილი და დაამტკიცოს თავის სიმართლე და ამცილოს ცილისმწამებლები და შეარცხვინოს და მერე სიფთა სინდისით თუ უნდა გადადგეს მართალი კაცის სახელით

14:34 | 10.05.2018
BEERTRANCE (97819)

ვაქხანალიის პიკი როდის იქნება ნეტა?

14:32 | 10.05.2018
judoge (107)

Erti kviraa aprotesteben da erti konkretuli argumentirebuli da dasabutebuli braldeba ver warmoadgines

14:30 | 10.05.2018
tiko (6769)

ძალიან ცუდია რაც ხდება ეხლა, შე დალოცვილო თუ შეხვედი(სპორტსმენები მყავს მხედველობაში) და გაქვს პრეტენზია დარჩი და მისმინე, შედი დებატებში, თქვი შენი სათქმელი და მოისმინე პასუხი , რას გავს ეხლა ეს, ვისთანაც გაქვს პრეტენზია მანდ არის და მეტიც ყველა მანდ არის და მაგაზე მეტი რაღა გინდა შენი სიმართლის დადგენის, ძალიან გული მწყდება ყველა ძიუდოისტზე, ლიპოზე და ჩირიკაზე განსაკუთრებით მაგრამ ვიტყვი რომ არ არიან მართლები, მიხედეთ თქვენს საქმეს სანამ კიდე დროა და განაგრძეთ ვარჯიში, ასაკი გემატებათ ბიჭებო და თქვენ კიდე ბერი რამ გაქვთ დამატკიცებელი ოღონდ ესეთი საქცილეით არა საქმით ბიჭებო საქმით, ეს საქციელი არ შეგშვენით სირცხვილია და ბლოს ჩემი აზრით ქევხიშვილი უნდა დარჩეს

16:18 | 10.05.2018
პანტელეიმონი (4347)

100% - ით გეთანხმები თიკო ! ! !

14:30 | 10.05.2018
Gio Giorgi (95)

რასაც ვუყუერებ ფანების უმრავლესობა ქევხიშვილის მხარესაა ანუ ეს ნიშნავს, რომ ლიპო და მისი სამეგობრო მართლები არიან

დავაით ბიჭებო გაიტანეთ თქვენი !!! რო ამბობს ხალხი კონკრეტული პრობლემები დაასახელონო. დაასახელეს აშკარად. 0 კონტაქტი სპორტსმენებთან, შეკრებებზე ცალ ცალკე სიარული. კარგი შეკრებების არ ქონა და ა.შ ...

14:30 | 10.05.2018
judoge (107)

კანონით წააგებენ ქევხიშვილთან რადგან თუ რამე არასწორს აკეთებდა ქევხიშვილი სწორედ ლიპარტელიანის და ჭრიკიშვილის აკვიატებით აკეთებდა და მაგათი ინიციატივით ხდებოდა მეორე და მესამე ნომრების იგნორირება და თავის თავზე მორგება ფედერაციის ბიუჯეტის და სანაგრებო შეკრებები

14:00 | 10.05.2018
vvv (581)

ეგ ძიუდოისტები რომლებიც ქევხიშვილის გადაგომას ითხოვენ წიხლით უნდა გაყარონ ნაკრებიდან და ახალგაზრდებს მისცენ თავის გამოჩენის საშუალება, მეტი მოტივაცია ექნებათ. ეგენი ვინც აპრორესტებენ ლიპოს თამადობით, ოლიმპიადაზე მაინც არაფრის მაქნისები არ იქნებიან. მაგათ თავისი შესაძლებლობები ამოწურული აქვთ. ძიუდოისტების გადასაწყვეტი არ არის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა, მაგათი საქმე არის ვარჯიში რომელიც ალბათ უკვე ეზარებათ. მაგათ რომ მოაშორებენ ნაკრებს, მერე განიხილონ ქევხიშვილის წასვლა დარჩენის საკითხი.

14:31 | 10.05.2018
Gio Giorgi (95)

რაიცი რო არაფრის მაქნისები არ არიან? ლიპომ 1 წელში მოახერხა წონის შეცვლის შემდეგ მსოფლიო რეიტინგში გალიდერება. თან კაცი ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია არ დაგავიწყდეთ

16:43 | 10.05.2018
tomuri (1422)

კი არაფის მაქნისები არ არიან, ლიპო ოლიმოპიადამდე ვერ მიაღწევს დ ათუ მიაღწევს შედეგს ვერ დადებს, სხვები კი საერთოდ ვერ დადებენ შედეგს , ნაღდადა ახალგაზრდებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი ხოლო ამ სპორტსმენების გამოცდელაბ უნდ აგამოიყენეონბავშვტა ზიუდიოში

13:42 | 10.05.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

კანონის ფარგლებში ბრძოლას არ წყვეტენ - რომელი კანონის?

მეტის ნახვა
0.120526