ფეხბურთი

11:27 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ნეიმარი შეაფასა, ახლა ჯერი "რეალზეა"

“პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ნეიმარი შესაძლოა მეორედ გახდეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე. საქმე ის გახლავთ, რომ პარიზულმა კლუბმა ბრაზილიელი შემტევი 260 მილიონ ევროდ შეაფასა.

აქტიურად იწერება იმის შესახებ, თითქოს ნეიმარი უკმაყოფილოა ლიგა 1-ში თამაშით და კვლავ ესპანეთში დაბრუნებას გეგმავს. მეტიც AS-ის ინფორმაციით, პსჟ მზად არის “სამეფო კლუბს” ნეიმარი 260 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაუთმოს.

მიმდინარე სეზონში 26 წლის შემტევმა 30 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 28 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა. ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ ტრავმის შემდგომ ნეიმარმა უკვე დაიწყო ინდივიდუალური ვარჯიში.

0.112044