ფეხბურთი

18:06 | 9.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ ნოიერი: "არ ვიცი ვითამაშებ თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე"

გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შესაძლოა, მანუელ ნოიერი მოისაკლისოს. ამჯერად კომენტარი თავად “ბაიერნის” მეკარემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ იცის, შეძლებს თუ არა, მუნდიალის დაწყებამდე ფორმაში შესვლას.

“ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ ვარჯიშებზე ჩემი პროგრესით, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშებ. უნდა მივიღო სწორი გადაწყვეტილება, რომელი საუკეთესო იქნება ჩემთვისაც და გერმანიის ნაკრებისთვისაც. მინდა, რომ დღითიდღე გავაიუმჯობესო ფორმა და მაქსიმალურად კარგ ფორმაში შევიდე.

ჯერჯერობით, ყველაფერი კარგადაა და ვეცდები ამავე სულისკვეთებით გავაგრძელო. ვნახოთ, რა მოხდება”, - განაცხადა ნოიერმა.

შეგახსენებთ, მანუელ ნოიერმა ტრავმა ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში მიიღო და აგვისტომდე იუქმა. თუმცა, დაბრუნდებიდან ერთ თვეში ისევ დაშავდა და დღემდე ვერ ახერხებს თამაშს.

32 წლის მეკარემ ვარჯიში დაახლოებით 3 კვირის წინ დაიწყო, მაგრამ სათამაშოდ მზად ჯერ კიდევ არაა. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე კი 34 დღეა დარჩენილი.

0.113694