კატალონიის “ბარსელონას” მცველი სერხი რობერტო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მკაცრად დასაჯა. Mundo Deportivo-ს ცნობით, ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც “ბარსელონასა” და “რეალის” (2:2) მატჩში სერხიო რამოსს სახეში გაარტყა, ოთხმატჩიან დისკვალიფიკაციას მოიხდის.
შესაბამისად, სერხი რობერტო მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავა. გარდა ამისა, დამდეგი სეზონის სასტარტო შეხვედრებიც გაუცდება.
შეგახსენებთ, რომ სერხი რობერტომ “ელ კლასიკოში” წითელი ბარათი პირველი ტაიმის მიწურულს მიიღო და საკუთარი გუნდი 10 კაცის შემადგენლობით დატოვა.