კალათბურთი

15:36 | 9.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

დონჩიჩის მორიგი აღიარება

ზედიზედ მეორე წელია ევროლიგის “ამომავალი ვარსკვლავის” ტიტულს “რეალის” სლოვენიელი უკანახაზელი ლუკა დონჩიჩი იგებს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

დონჩიჩი მიმდინარე ევროლიგის გათამაშებაზე საშუალოდ ერთ შეხვედრაში 16.1 ქულას, 4.8 მოხსნას 4.4 პასს და 1.1 ჩაჭრას აგროვებდა.

“ამომავალი ვარსკვლავის” ტიტული 2014 და 2015 წლებში ბოიან ბოგდანოვიჩმა მოიგო, ხოლო 2016 წელს აღნიშნული ტიტული ალექს აბრინესმა მოიპოვა.

0.104766