ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელ დანი ალვეშს შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატი გაუცდეს. ბრაზილიელმა მცველმა საფრანგეთის თასის ფინალში “ლე ერბესთან” შეხვედრის მიწურულს მუხლი დაიზიანა და შესაცვლელი გახდა.
ჯერჯერობით უცნობია ტრავმის ხარისხი და გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება, მაგრამ ბრაზილიური მედიის ცნობით, არაა გამორიცხული, რომ დანიმ რუსეთში გამგზავრება ვერ მოახერხოს.
თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ალვეშმა მატჩის შემდეგ ზეიმში მონაწილეობა ჩვეულებრივ მიიღო და კარიერაში 38-ე, სარეკორდო ტიტული აღნიშნა.