ინდოელი ცნობილი ტელეწამყვანი, მსახიობი და ფიზიოთერაპევტი აკაკშა სინგია ინდოეთის სპორტული სამყაროსთვისაც მეტად შინაური ვინმეა, რადგან აკაკშა თავის დროზე პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა კალათბურთს და ინდოეთის კალათბურთელთა ნაკრების წევრიც კი იყო.
კალათბურთი ამ გოგონასთვის დღესაც მნიშვნელოვანი რამაა და გარდა იმისა, რომ თავადაც მუდმივად ბურთაობს, სხვადასხვა დონის კალათბურთელთა შეხვედრებსაც ხშირად ესწრება და ისეთი კოხტა და შორსმიმავალი დასკვნები გამოაქვს, სპორტში ჯიგრიანად ჩახედულ ბევრ ექსპერტს რომ შეშურდება.
აკაკშა სინგია ბოლო დროს ინდურ სატელევიზიო სერიალებშია გადაჭრილი და ამ კატეგორიის ფილმების მოყვარულმა ქართველმა დიასახლისებმა მის შესახებ არაა გამორიცხული, რომ შეიძლება იცოდნენ კიდეც. ცოტა ადრე რომ დაბადებულიყო, ვინ იცის, შეიძლება რაჯ კაპურის პარტნიორიც კი ყოფილიყო...