როგორც მოსალოდნელი იყო, სასწაული არ მოხდა. საფრანგეთის თასი “პარი სენ ჟერმენმა” მოიგო, რომელმაც მესამე დივიზიონის ბინადარი (მე-13 ადგილოსანი) “ლე ერბე” დაამარცხა და საფრანგეთის თასს ისტორიაში მე-12-ედ დაეუფლა.
უნაი ემერის გუნდმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა. 26-ე წუთზე ჯოვანი ლო სელსომ გახსნა ანგარიში, ხოლო 74-ე წუთზე ედინსონ კავანიმ პენალტით სხვაობა გააორმაგა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თამაშის აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ, მაგრამ ერთ ნიშანდობლივ ინფორმაციას კი გამცნობთ.
პსჟ-ს კაპიტანმა ტიაგო სილვამ თასი “ლე ერბეს” კაპიტან სებასტიან ფლოშონთან ერთად აღმართა. ამ მომენტმა “სტად დე ფრანსზე” დიდი ემოციები გამოიწვია...