ფეხბურთი

22:12 | 8.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "ჩემს თავს ყოველდღე ვეუბნებოდი - ან ყველაზე ძლიერი ხარ, ან ყველაზე სუსტი"

ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ იტალიის თასის ფინალში, “მილანთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. 40 წლის მეკარის განმარტებით, უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ანდრეა ანიელის შეხვდება და მომავალიც ამ შეხვედრაზე გადაწყდება.

“ჩემთვის ეს იყო ყველაზე რთული და ემოციური წელი. ნოემბერში ნაკრებში იმედგაცრუება განვიცადე, იყო პრობლემები “იუვეში” და იმ მომენტიდან, ყოველ დილით ვდგებოდი, სარკეში ვიხედებოდი და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: შენ ხარ ყველაზე ძლიერი ადამიანი მსოფლიოში ან ყველაზე სუსტი”. ამ კითხვაზე პასუხი ახლაც არ მაქვს.

რა თქმა უნდა მეშინოდა, რომ სეზონს უტიტულოდ დავასრულებდი, რადგან ამ სეზონში მარტივი არაფერი ყოფილა. ბოლო ორ კვირაში განვითარებული მოვლენების შემდეგ კი, უფრო მშვიდად ვართ. ჩვენ გვაქვს ღირსება და 7 სიცოცხლე. ჩემი მომავალი? – არ ვიცი, რამდენიმე დღეში პრეზიდენტს უნდა ვესაუბრო.

ისტორია მოწმობს, რომ “იუვენტუსსა” და “მილანს” შორის, როდესაც ფინალია, ფავორიტი არ არსებობს. “როსონერისთან” ფინალში ოთხჯერ მომიწია თამაში, ორჯერ წავაგე პენალტების სერიაში, ორჯერ კი მოვიგე, ერთხელ პენალტების სერიაში, ერთხელ დამატებით დროში”. იტალიის თასი აქამდე ოთხჯერ მოვიგე, მაგრამ ფინალში ერთხელ, 1999 წელს, "პარმას" მაისურით ვითამაშე. მინდა, ახლა "იუვენტუსს" დავეხმარო ტიტულის მოგებაში, - განაცხადა ბუფონმა.

“იუვენტუსისა” და “მილანის” შეხვედრა 9 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.11902